Sugababes
Sugababes — რიტმ ენდ ბლუზიის და პოპის ჟანრის ბრიტანული მუსიკალური ტრიო,, რომელიც 1998 წელს, ლონდონში დაარსდა. ჯგუფის დისკოგრაფიაში 23 სინგლი და 7 ალბომია. დიდ ბრიტანეთში ჯგუფის 12 მილიონი ალბომია გაყიდული.[1] 2006 წელს British Hit Singles & Albums-მა ტრიო საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლებად აღიარა.[2]
Sugababes | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, ელექტრონული მუსიკა, რიტმ ენდ ბლუზი |
აქტიური | 1998–2011 |
ყოფილი წევრები |
ჰაიდი რეინჯი კიშა ბიუქენენი მუტია ბუენა შივონ დონაგი ამელ ბერაბა ჯეიდ იუვენი |
საიტი | sugababes.com |
Sugababes ვიკისაწყობში |
ადრეული წლები (1998–2001)
რედაქტირებაჯგუფი 1998 წელს, All Saints-ის მენეჯერმა რონ ტომმა ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მასში შედიოდნენ მუტია ბუენა, შივონ დონაგი და კიშა ბიუქენენი. სახელწოდება იყო The Sugababies, მოგვიანებით გადაკეთდა, როგორც Sugababes.[3] პირველი ალბომი One touch გამოვიდა 2000 წელს London Records-ზე. დებიუტურმა სინგლმა Overload 6 ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტში და ნომინიერბული იყო BRIT Award-ზე.[4] 2001 წელს დონაგიმ ჯგუფი დატოვა. ის ლივერპულელმა მომღერალმა ჰაიდი რეინჯმა შეცვალა.[5]
2001–2006: საერთაშორისო წარმატება
რედაქტირებასოლისტთან ერთად ჯგუფმა ლეიბლიც შეიცვალა და Island Records-თან დაიწყო მუშაობა. 2002 წელს გამოვიდა მეორე სტუდიური ალბომი Angels with Dirty Faces. პირველი სინგლი Freak Like Me გამოსვლისთანავე მოხვდა 1 აგილზე ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. იგივე ბედი გაიზიარა სინგლმა Round Round, რომელიც ასევე მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა.[6] მესამე და მეოთხე სინგლის სახით გამოვიდა Stronger და Shape. Angels with Dirty Faces-ის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში.[6] ჯგუფის რიგით მესამე ალბომი , Three, 2003 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. ამავე წელს ჯგუფმა გაიმარჯვა BRIT Award-ზე. „Hole in the Head“ პირველ პოზიციაზე ავიდა ბრიტანეთის ჩარტში და Billboard Hot 100-ში 96 ადგილი დაიკავა.[7] ეს პირველი სინგლია ჯგუფის შემოქმედებაში, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.რიგით მეორე სინგლმა „Too Lost in You“ დადებითი შეფასებები მიიღო მუსიკის კრიტიკოსებისგან. სიმღერა ფილმის Love Actually-ის მთავარი საუნდტრეკი გახდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ Sugababes დაბრუნდა მეოთხე ალბომით. Taller in More ways ჯგუფის პირველი ალბომი გახდა რომელიც 1 ადგილზე ავიდა ბრიტანული ალბომების ჩარტში. ფირფიტას 2-ჯერ პლატინის სტატუსი მიენიჭა ბრიტანეთსა და ირალდიაში.ასევე წამყვანი სინგლი Push the Button სინგლების ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და სამი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა პოზიციას.[8] 2005 წლის 21 დეკემბერს მუტია ბუენამ ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.[9] ბუენა შეცვალა წარმოშობით მაროკოელმა ამელ ბერაბამ.[10]
2007: ალბომი Change და About you Now
რედაქტირებაChange არის პირველ ალბომი ამელ ბერაბასთან. ალბომი 1 პოზიციაზე ავიდა ბრიტანულ ჩარტში და პლატინის სტატუსი მიენიჭა ბრიტანეთსა და ირლანდაში.[11] 2007 წლის 24 სექტემბერს გამოვიდა ახალი სინგლი About You Now. სიმღერა გახდა ჯგუფის მეექვსე ნომერ პირველი ჰიტი ბრიტანეთის ჩარტში.[12] 2008 წელს About You Now იყო ნომინირებული BRIT Award-ზე როგორც საუკეთესო ბრიტანული სინგლი.[13] 2009 წელს სიმღერა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ბრიტანეთის ყველაზე გადმოწერადი ციფრული სინგლი ბოლო 10 წლის განმავლობაში.[14] სიმღერამ კრიტიკოსებისგან უაღრესად დადებითი შეფასება მიიღო.[15]
სხვა პოპულარულმა მომღერლებმა ჩაწერეს სიმღერის ვერსია სხვადასხვა ჟანრში:
- ჯგუფმა Snow Patrol-მა ჩაწერა სტუდიური ვერსია,რომელიც 2009 წელს ჯგუფის ალბომში შევიდა.[16]
- მირანდა კოსგროუმ შეასრულა About you Now, რომელიც გამოიცა მომღერლის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომიდან,2009 წელს.[17]
- ირლანდიელმა მომღერალმა Rachel Tucker BBC1-ის კონცერტზე შეასრულა სიმღერის თავისებური ვერსია.
- The Saw Doctors-მა ჩაწერა სიმღერის პოპ-როკ ვერსია, რომელიც ირლანდიის სინგლების ჩარტში მოხვდა.[18]
- The Courteeners-მა წარმოადგინა სიმღერის აკუსტიკური ვერსია, BBC Radio 1-ის შესრულების დროს.[19]
2008:კომერციული წარუმატებლობები
რედაქტირება2007 წლის საკონცერტო ტურნეს შემდეგ Sugababes დაბრუნდა ახალი ალბომის ჩასაწერად.[20] Catfights and Spotlights გამოვიდა 2008 წელს. ალბომი სოულისა და ფანკის სტილშია და ჟღერადობით განსხვავდება წინა ნამუშერვრებისგან.[21] ბრიტანეთში ალბომს ვერხცლის სტატუსი მიენიჭა.[22]
2009-2011:კიშა ბიუქენენის წასვლა და ჯგუფის დაშლა
რედაქტირება2009 წლის 21 სექტემბერს კიშა ბიუქენენმა ჯგუფი დატოვა, მიზეზად დასახელდა ამელ ბერაბასთან კონფლიქტი.[23] კიშა ევროვიზიის კონკურში მონაწილე ჯეიდ იუვენმა შეცვალა. კრიტიკოსები და ფანები ცვლილებას საკმაოდ ცივად შეხვდნენ რაც მეშვიდე სტუდიური ალბომის გაყიდვებში აისახა. საიტმა Metacritic ალბომს 100 ქულიდან მხოლოდ 39 ქულა მიანიჭა.[24] All Music-მა ალბომი გააკრიტიკა და უწოდა ზომიერი, უსულო და განმეორებადი.[25]
დისკოგრაფია
რედაქტირება- One Touch (2000)
- Angels with Dirty Faces (2002)
- Three (2003)
- Taller in More Ways (2005)
- Change (2007)
- Catfights and Spotlights (2008)
- Sweet 7 (2010)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sugababes.com დაარქივებული 2012-07-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.musicweek.com/news/read/gaga-makes-chart-double/042159
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/6055250.stm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-03. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ http://www.officialcharts.com/archive-chart/_/1/2000-09-23/
- ↑ http://www.surgeradio.co.uk/music/artists/dfa715ac-b536-44df-af43-570d3ea3edec.html
- ↑ 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-11. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ http://www.officialcharts.com/all-the-number-ones-singles-list/_/2005/
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/4548326.stm
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/4551672.stm
- ↑ http://www.irishcharts.ie/awards/platinum07.htm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ http://www.telegraph.co.uk/culture/music/3670489/Full-list-of-Brit-awards-nominations.html
- ↑ http://www.undercover.fm/news/6231-amy-winehouse-leona-lewis-sugababes-and-paul-mccartney-down-a-guinness-record
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2011-06-04.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-02. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ http://www.whosampled.com/cover/6546/Miranda-Cosgrove-About-You-Now-Sugababes-About-You-Now/
- ↑ http://www.irishmusicmagazine.com/2008/09/26/about-you-now-from-the-saw-doctors/
- ↑ http://www.nme.com/news/the-courteeners/36780
- ↑ http://www.theguardian.com/music/2008/mar/17/popandrock.girlsaloud
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-06. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-12. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ http://www.metacritic.com/music/sweet-7/sugababes
- ↑ http://www.allmusic.com/album/sweet-7-mw0001937585