Space Station 13
Space Station 13 (ან SS13) — დაღმავალი ხედის როლური მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში BYOND თამაშის ძრავაზე, რომლის პირველი ვერსია გამოვიდა 2003 წელს. თამაში არის დაფუძნებული ფილების გრაფიკაზე და არის 2D.[1]
Space Station 13 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | პირველი ვერსიის დეველოპერი — Exadv1. ამჟამად მრავალი (თამაშის რამდენიმე ვერსიას აქვს ღია წყარო) |
ძრავა | BYOND |
პლატფორმ(ებ)ი |
Windows Linux |
გამოსვლის თარიღი | თებერვალი, 2003 |
ჟანრ(ებ)ი | MMORPG |
რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
ლიცენზია | GPLv3 |
საიტი | თამაშის საზოგადოების საიტი |
თამაშის მოქმედება ხდება მომავალი დროის კოსმოსურ სადგურზე, სადაც მოთამაშეები ირჩევენ სხვადასხვა საქმიანობას, მოთამაშეების მოქმედებები სხვადასხვა პროფესიებით კი იწვევს სხვადასხვა შედეგებს.
მისი პოპულარულობა შეიმჩნეოდა სხვადასხვა საიტებზე როგორიცაა Something Awful, 4chan, Reddit[2] და სხვა. ასევე თამაში იყო ნახსენები ვიდეოთამაშების სხვადასხვა ჟურნალში.[3][4][5][6]
თამაშის პროცესი
რედაქტირებაSpace Station 13-ის ყოველ რაუნდის დასაწყისში, მოთამაშეებს ეძლევათ დრო მოარგონ და შეასწორონ თავისი პერსონაჟი და აირჩიონ პროფესია, როგორიცაა დამლაგებელი ან ინჟინერი, რაც კარნახობს მოთამაშეებს თავის როლზე კოსმოსურ სადგურზე. ყოველი რაუნდი მინდინარეობს მოთამაშეების მოქმედებების მიხედვით.
მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს თითქმის ყველა ობიექტი სადგურზე, მოთამაშეს შეუძლია შეცვალოს თავისი "განზრახვა" რითიც იცვლება მოქმედება სხვადასხვა ობიექტზე.
თამაშს აქვს სრული ელექტრობის, ბიოლოგიის, ატმოსფერის, ქიმიის და სხვა რთული ობიექტების და გარემოებების კონტროლის სიმულაცია.
სხვადასხვა სერვერებს აქვთ სხვადასხვა სადგურის კონსტრუქცია, თუმცა ძირითადად არსებობს რვა დეპარტამენტი.
- სამეთაურო (იღებს სამეთაურო როლებს სადგურზე).
- უშიშროება (იცავს კანონს, მშვიდობას და პასუხობს სასწრაფო გამოძახებებს).
- საინჟინრო (უზრუნველყოფს ელექტრობას და ატმოსფერულ სისუფთავეს).
- სამეცნიერო (იკვლევს ტექნოლოგიას და ქმნის სხვადასხვა რობოტებს სადგურზე).
- სამედიცინო (უზრუნველყოფს ეკიპაჟის ჯანმრთელობას, ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს, ქმნის კლონებს და იკვლევს ვირუსებს).
- სამარაგო (აწარმოებს სამთო სამუშაოებს მინერალების მოსაპოვებლად, უკვეთავს მარაგს ეკიპაჟისთვის).
- სასევისო (ასუფთავებს სადგურს და ამარაგებს მათ საჭმლით და სასმელებით)
- რობოტები (შეადგენს სადგურის ხელოვნური ინტელექტს და კიბორგებს, რომლებიც ხშირად არიან მიბმული რობოტიკის სამ კანონზე, რომელიც უფლებას არ აძლევთ მათ ჩაიდინონ კრიმინალური აქტები, როგორიცაა თავდასხმა ეკიპაჟის წევრზე, თუმცა მათი კანონების შეცვლა შესაძლებელია მოთამაშეების მიერ სხვადასხვა გზებით).
მოთამაშეების უმეტესობა ჩნდება სადგურზე რაუნდის დასაწყისში, და ისინი მუშაობენ თავისი პროფესიის მიხედვით. თუმცა, იმის მიხედვით თუ რა რეჟიმია არჩეული რაუნდის განმავლობაში, შესაძლებელია რომ შემთხვევით იყოს არჩეული ერთი ან რამდენიმე მოთამაშე "ანტაგონისტათ". ანტაგონისტები შესაძლებელია იყვნენ ჩვეულებრივი მოთამაშეები საიდუმლო დავალებებით და აღჭურვილობებით, ბოროტმოქმედი ხელოვნური ინტელექტი, და სხვადასხვა მონსტრები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Space Station 13 US Gamer-ზე დაარქივებული 2016-06-05 საიტზე Wayback Machine.
- დინ ჰოლი SS13-ის შესახებ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Space Station 13 by Exadv1
- ↑ Space Station 13 - Reddit
- ↑ Space Station 13: a multiplayer space station simulator about monkeys, insane AI, cultists and paperwork
- ↑ Space Station 13: Galactic Bartender Ep. 1
- ↑ Space Station 13 - Giant Bomb
- ↑ Space Station 13 | Rock, Paper, Shotgun - PC Game Reviews, Previews, Subjectivity