Siemens Combino
Siemens Combino — დაბალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი, რომელსაც კომპანია სიმენსი (Siemens Transportation Systems, იგივე DUEWAG) აწარმოებს. ამ ტიპის პირველი ვაგონი დიუსელდორფში, Duewag–ის ქარხანაში 1996 წელს გამოუშვეს. ამჟამად მათი წარმოება მიმდინარეობს კრეფელდში (Krefeld-Urdingen). Siemens Combino-ს ზოგიერთი ვაგონი აგებულია Siemens-ის პოლონეთის ფილიალში, ქ. პოზნანში. კომბინოს აწყობენ სტანდარტული დეტალებისგან, რაც ამცირებს მის თვითღირებულებას.
ტექნიკური თავისებურებები
რედაქტირებაამ ვაგონის ძარა ძირითადად ალუმინისგან მზადდება. ძარას ქვედა ნაწილი შედუღებულია, თუმცა ჩარჩო ასაწყობი სეგმენტებისგან შედგება და მოქლონებითაა შეკავშირებული, რაც აადვილებს მის ადაპტირებას და იოლად შეიძლება დამზადდეს ამ მოდელის სხვადასხვა სიგრძის, სიგანისა და განსხვავებული სიგანის ლიანდაგის ვაგონი. მათი სიგრძე 19–დან 54 მეტრამდე მერყეობს, ხოლო იატაკი 30 სმ სიმაღლეზეა (ლიანდაგის ზედაპირიდან). Combino შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი მიმართულების. ის საკონტაქტო სადენიდან იღებს 600 V ცვლად დენს და გარდაქმნის 400 V მუდმივი დენის სამ ფაზად, რომელიც გადაეცემა რეგენერაციულ მოტორბორბლებს 3 IGBT PWM. განათებისა და გათბობა–კონდიცირების სისტემები მუშაობს 24 V ცვლად დენზე.
ნაკლოვანებანი
რედაქტირებამრავალი ღირსებისა და ინოვაციური ამძრავი აგრეგატების მიუხედავად ამ მოდელმა კრახი განიცადა. 2004 წლის 12 მარტს „სიმენსმა“ საკუთარ პროდუქციაში მასობრივი წუნი აღმოაჩინა, რის გამოც მას 120 000 კილომეტრზე მეტი გარბენის მქონე ყველა ვაგონის უკან გაწვევა მოუხდა. S-ის მსგავს მოსახვევებში, ალუმინის ძარაზე მოქმედმა მაღალი გრეხის ძალვებმა განაპირობა ბზარების გაჩენა სექციებს შორის, სახსრების გარშემო, რასაც შემდგომში შეეძლო გამოეწვია ვაგონების შუაზე ხლეჩა და ავარიები. 2004 წლის 12 აპრილისთვის „სიმენსმა“ აღიარა კომბინოს ნაკლი და საკუთარ თავზე აიღო კომბინოს დაზიანებული ვაგონებისთვის ფურცლოვანი საფარის აღდგენის 300 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ექსპერტთა აზრით ასეთი შეკეთების შემთხვევაში ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის რისკი მაინც მაღალი რჩებოდა. საბოლოოდ სიმენსმა დაიწყო კომბინოების გადაკეთების მესამე ეტაპი, რომელიც 454 სექციას შეეხო და სიმენსს 400 მილიონი ევრო დაუჯდა. შეკეთებული ვაგონების სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლით განისაზღვრა.
Gallery
რედაქტირება-
ფრაიბურგის Combino გამწვანებულ ზოლზე.