Said the actress to the bishop (ზოგჯერ "as the actress said to the bishop", ან "that's what she said") — ფრაზა სასაუბრო(ზოგ შემთხვევებში ვულგარულიც კი) მეტყველებიდან ინგლისურენოვან პირთათვის, ჩვეულებრივ თქმული იუმორით, რომელიც მიუთითებს ორაზროვანი ნათქვამის ან სიტუციის სექსუალურ მხარეზე.

ზოგ შემთხვევაში ფრაზაში სიტყვა იცვლება ან ადგილებს ცვლიან სიტყვები: „said the bishop to the actress“, ან "that's what he said" ფრაზა მაგალითია უელერიზმისა; ის იცვლის მნიშვნელობას. ფრაზის პოპულარობამ და მისმა მრავამხრივობამ განაპირობა ის, რომ ზოგიერთს ახლა ის კლიშედ მიაჩნია.

ფრაზის ისტორია სათავეს ედუარდის ხანიდან იღებს.

ფრაზას იყენებს ლესლი ჩარტერი, როდესაც მისი მისტერიული ჟანრის ნაწარმოებების გმირს(სიმონ ტამპლიერს) ათქმევინებს. პირველად ჩნდება მის Meet the Tiger-ის წიგნში, რომელიც გამოიცა 1928 წელს.

ფრაზა "as the girl said to the soldier" არის ჩაწერილი ხმის ტესტირებისას ალფრედ ჰიჩკოკის 1929 წლის ფილმისთვის Blackmail.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება