ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Rusty Nail არის კოქტეილი, რომელიც დრამბუისა და შოტლანდიური ვისკის შერევით მიიღება. დრამბუი ოქროსფერი, 40% ალკოჰოლის შემცველობის მქონე სასმელია, რომელიც შოტლანდიური ვისკით, თაფლით, სხვადასხვა მცენარეებითა და სანელებლებით მზადდება. მისი სახელი შოტლანდიურ-გელური ფრაზიდან "an dram buidheach" მოდის რაც "სიამოვნების მომნიჭებელ სასმელს" ნიშნავს. Rusty Nail შესულია Difford's Guide-ის 100 საუკეთესო კოქტეილში.[1]

კოქტეილი მორთმეულია ე.წ "ძველმოდური" ჭიქით, უფრო ხშირად ყინულებით ვიდრე მათ გარეშე. ყინულების გარეშე მორთმეულ Rusty Nail-ს ზოგჯერ Straight Up Nail-ს უწოდებენ.

კოქტეილების მემატიანის დეივიდ ვონდრიჩის თქმით, "Rusty Nail-ს სამყაროში საკუთარი ადგილის საპოვნელად საკმაო ხანი დასჭირდა". მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სკოჩით (სკოჩი - იგივე შოტლანდიური ვისკი, ინგ: Scotch - შოტლანდიური) დამზადებული ლიქიორისა (იგულისხმება დრამბუი) და იმ ვისკის კომბინაცია, რომლისგანაც ის მზადდება პირველად 1937 წელს გამოჩნდა, როგორც B.I.F. მისი სახელი თითქოსდა ბირმინგემში (ინგლისი) არსებული საგამოფენო ცენტრიდან British Industries Fair-დან მოდის.[2] ვონდრიჩი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთმა თაობამ განვლო მას შემდეგ, რაც კოქტეილმა თავისი კლასიკური სახელი და ფორმა შეიძინა. ამ დროის განმავლობაში კი მრავალი იდენტობა გამოიცვალა.

დეილ დეგროფი იგივე "კოქტეილთა მეფე", ცნობილი ამერიკელი ბარმენი და მწერალი აღნიშნავს, რომ Rusty Nail-ის შექმნას ხშირად მანჰეტენში არსებულ კლუბ 21-ის ბარმენებს მიაწერენ (1960-იანი წლების დასაწყისისთვის).[3] დეგროფის დაკვირვებით, 1960-იანი წლების დასაწყისში Rat Pack-ის (არტისტთა ჯგუფი. 60-იან წლებში მის შემადგენლობაში შედიოდნენ ფრენკ სინატრა, დინ მარტინი, სემი დეივის ჯუნიორი, პიტერ ლოუფორდი და სხვები.) წევრები შეყვარებულნი იყვნენ სასმელზე, რაც შეიძლება იმ დროისთვის Rusty Nail-ის ფართო მოხმარების მიზეზი ყოფილიყო.

 
Rusty Nail

მომზადება

რედაქტირება

ინგრედიენტები

რედაქტირება

1.5 უნცია შოტლანდიური ვისკი (42.5 გრამი)

3/4 უნცია დრამბუი (21.2 გრამი)

ნაბიჯები

რედაქტირება
  1. დაამატეთ ყველა ინგრედიენტი ყინულებიან "ძველმოდურ" ჭიქაში და მოურიეთ[3]

სახესხვაობები

რედაქტირება

ამ სასმელის ვარიაციები შესაძლოა ნებისმიერი სპირტიანი სასმელით მოვამზადოთ, თუმცა ტრადიციული ინგრედიენტი შერეული შოტლანდიური ვისკია.[4]

სხვა სახესხვაობებს მიეკუთვნება:

Rusty Bob - შერეული შოტლანდიური ვისკის ნაცვლად გამოიყენება ბურბონი

Rusty Ale - დრამბუის შოთი (44.3 მილილიტრი) ემატება ნებისმიერ ლუდს და მორთმეულია ყინულის გარეშე

Smoky Nail - დამზადებულია შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე არსებულ კუნძულებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულ აილაზე. ჩვეული შოტლანდიური ვისკის ნაცვლად გამოყენებულია ადგილობრივი აილა ვისკი

Clavo Ahumado (ესპ. გამურული ლურსმანი) - შერეული შოტლანდიური ვისკის მაგივრად გამოყენებულია მესკალი, აგავისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი.[5] სიტყვა მესკალი აცტეკური ენების ოჯახიდან მოდის და "ღუმელში მომზადებულ აგავას" ნიშნავს.

Railroad Spike - ხშირად მორთმეულია გვიან საუზმესთან ერთად. შედგება ოთხი წილი ცივი ყავისა და ერთი წილი დრამბუისგან. მორთმეულია მაღალ, ყინულებიან ჭიქაში.

Donald Sutherland - ჩვეულ შერეულ შოტლანდიურს კანადური ჭვავის ვისკი ცვლის.[6] სახელი ცნობილი კანადელი მსახიობის დონალდ საზერლენდის პატივსაცემად ჰქვია, რომლის კარიერაც 50 წელზე მეტს მოიცავს. ის ასევე ყველასათვის ცნობილი სერიალის, "24 საათის" მთავარი როლის შემსრულებელის, კიფერ საზერლენდის მამაა.

  1. Worlds Top 100 Cocktails Difford's Guide. July 9, 2013. Retrieved December 19, 2019.
  2. Wondrich, David. Rusty Nail Esquire. Retrieved December 3, 2013.
  3. 3.0 3.1 Degroff, Dale Liquor.com - Rusty Nail Liquor.com. Retrieved December 3, 2013.
  4. Rusty Nail Recipe დაარქივებული 2021-04-24 საიტზე Wayback Machine. Drinks Mixer. Retrieved December 3, 2013.
  5. Caporale, Anthony (July 9, 2013). Tales of the Cocktail: Cocktails Made with Drambuie დაარქივებული 2021-04-11 საიტზე Wayback Machine. Good Morning New Orleans. Retrieved December 3, 2013.
  6. Hillibish, Jim (August 19, 2010). Highland-fling-Drambuie-isnt-just-for-after-dinner Canton Repository. Archived from the original on January 19, 2013. Retrieved November 25, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Rusty_Nail_(კოქტეილი)“-დან