ჰიტლერამდე დაყვანა

(გადამისამართდა გვერდიდან Reductio ad Hitlerum)

ჰიტლერამდე დაყვანა (ლათ. Reductio ad Hitlerum), ასევე ნაცისტებამდე დაყვანა ან ნაცისტური კარტის თამაში[1][2] — საკითხის ან არგუმენტის ნიველირების მცდელობა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ ანალოგიური მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე გააჩნდა ადოლფ ჰიტლერს ან ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას (ნაცისტურ პარტიას).

ლეო შტრაუსი

Reductio ad Hitlerum-ის მაგალითი არის თეზისი, რომ ჰიტლერი (ან ნაცისტები) მხარს უჭერდნენ X-ს, შესაბამისად, X - არის ბოროტება/ცუდი/მიუღებელი; ასეთი მიდგომის მაგალითია Reductio ad Hitlerum-ის გამოყენება თამბაქოს კამპანიების წინააღმდეგ - ჰიტლერი მოწევის მოწინააღმდეგე იყო, შესაბამისად ყველა მოწევის საწინააღმდეგო კამპანია ბოროტებაა.[3][4]

ტერმინი 1953 წელს შექმნა ლეო შტრაუსმა და ეფუძნება ლოგიკის ტერმინს reductio ad absurdum (აბსურდამდე დაყვანა).[5] შტრაუსის მიხედვით, reductio ad Hitlerum არის ad hominem, ad misericordiam ან Ignoratio elenchi-ის ნაირსახეობა. არგუმენტის გამოყენების მიზანი შეიძლება იყოს ოპონენტის დისკრედიტაცია ან მისი მწყობრიდან გამოყვანა, რადგანაც ასეთი ტიპის არგუმენტი, მისი ემოციური ელფერისა და მკვეთრად ნეგატიური კონოტაციისა, ოპონენტზე ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს.[4]

იხ. აგრეთვე

რედაქტირება
  1. „Godwin’s Law, or Playing the Nazi Card“. Jewish Telegraphic Agency. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. Playing the Nazi Card (1 March 2010). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2020.
  3. Schneider, N. K; Glantz, S. A (1 October 2008). „"Nicotine Nazis strike again": a brief analysis of the use of Nazi rhetoric in attacking tobacco control advocacy“. Tobacco Control. 17 (5): 291–296. doi:10.1136/tc.2007.024653.
  4. 4.0 4.1 Gary N. Curtis.. (2004) Logical Fallacy: The Hitler Card. Fallacy Files. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  5. Leo Strauss, Natural Right and History. Chicago: University of Chicago Press, 1965 [1953], p. 42.