„აკვიტანია“ (ინგლ. RMS Aquitania) — ბრიტანული სამგზავრო ლაინერი, კომპანია „Cunard Line“-ის საკუთრება. მისი პროექტი შემუშავდა „მავრიტანიის“ პროექტის საფუძველზე, თუმცა „აკვიტანია“ მასზე დიდი, ნელი და მდიდრული იყო. ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ოთხსაკვამურიან სამგზავრო ლაინერად.

აკვიტანიათარგი:Italic title prefixed
 გაერთიანებული სამეფო
სახელი: RMS Aquitania
მფლობელი: 1914–1934: Cunard Line
1934–1948: Cunard White Star Line
1948–1950: Cunard Line
პორტი: გაერთიანებული სამეფოს დროშა ლივერპული, გაერთიანებული სამეფო
მარშრუტი: საუთჰემპტონი — ნიუ-იორკი (1914) (1920–1939) (1945–1948)
საუთჰემპტონი — ჰალიფაქსი
მშე­ნე­ბე­ლი: John Brown & Company
ჩაეშვა: 21 აპრილი, 1913
მოინათლა: 21 აპრილი, 1913
პირველი გაცურვა: 30 მაისი, 1914
არააქტიური: 1950 წლიდან

„აკვიტანია“ ერთადერთი სამგზავრო ლაინერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ორივე მსოფლიო ომში. გამოიყენებოდა როგორც საზღვაო ჰოსპიტალი და მებრძოლთა ტრანსპორტი.

„აკვიტანიის“ გეგმა შექმნა ლეონარდ პესკეტმა. გემი ააგო John Brown & Company-მა შოტლანდიის ქალაქ კლაივლანდში. წყალში ჩაეშვა 1913 წლის 21 აპრილს.[1] პირველი მოგზაურობა თავის ძირითად მარშრუტზე დაიწყო 1914 წლის 30 მაისს. „აკვიტანია“ Cunard Line -ის დიდი ტრიოს მესამე გემს წარმოადგენდა RMS Mauretania-ისა და RMS Lusitania-ის შემდეგ, და იყო უკანასკნელი მოღწეული ოთხსაკვამურიანი ლაინერი.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 'Aquitania (1914 – 1950 ; 45,674 tons ; Served in two World Wars). chriscunard.com (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 11 Jan 2009.
  2. The 4 funnel liners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RMS_Aquitania&oldid=4079880“-დან