Qfwfq
Qfwfq ან ქფვფქ — იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს მიერ შექმნილი პერსონაჟი, რომელსაც მის რამდენიმე ნაშრომში მთხრობელად ვაწყდებით, მათ შორის ქართულად ნათარგმნ ტექსტში - კოსმოკომიკური ამბები.
სახელი
რედაქტირებასახელი “Qfwfq” (ისევე, როგორც “Kgwgk”) წარმოადგენს პალინდრომს. ერთი ვერსიით, მისი სახელი დაკავშირებულია თერმოდინამიკის პირველ კანონთან, კერძოდ კი სითბური ძრავის განტოლებასთან.[1]
აღწერა
რედაქტირება„ქფვფქ“-ს ასაკი განუსაზღვრელია, ისევე, როგორც სამყაროსი. მას შეუძლია მიიღოს ყველა სუბსტანციის ფორმა, რომელშიც ის საკუთარ არსს ინარჩუნებს. მაგალითად, მოთხრობაში „სისხლის ზღვა“ ის წარმოგვიდგება მამაკაცად, რომელსაც ახსოვს, რომ კაცობრიობის ციკლის რაღაც მომენტში მას იმ ამების სახე ჰქონდა, რომელიც ოკეანეში ბინადრობს.[2] ამავე ეპიზოდში, ის, აგრეთვე, აღწერს ზილფიას, ერთ-ერთ თანამგზავრს, რომელთანაც ბაასობს იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს ერთდროულად მრავალ სუბსტანციაში იარსებოს. ქფვფქ აღწერს საკუთარ ოჯახსაც, რომლის წევრებსაც, მისდა მსგავსად, ტრანსცენდენტულობის უნარი გააჩნიათ (მაგალითისთვის, მისი ბიძა წინა ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო თევზი, როცა დანარჩენი ოჯახის წევრები ჩვეულებრივი ამფიბიები იყვნენ).[3] ის ერთიანდება მსგავსი სახელის მქონე არსებასთან - Kgwgk - , რომელთა გაერთიანებითაც იქმნება ხელოვნება.[4]
ქფვფქ აღწერილია, როგორც „არაფრისგან გაკვირვებული“ და დახასიათებულია, როგორც „სულაც არასენტიმენტალური იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დინოზავრია“.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Patricia Ann Obremsky, "Italo Calvino: A Limit at Infinity", in Phyllis Carey, ed., "Wagering on Transcendence: The Search for Meaning in Literature" (Rowman & Littlefield, 1997), ISBN 978-1556129827, p. 83. Excerpts available at Google Books.
- ↑ Calvino, Italo. "Blood, Sea", in t zero.
- ↑ Calvino, Italo. "At Daybreak", in Cosmicomics.
- ↑ Calvino, Italo. "A Sign in Space", in Cosmicomics.
- ↑ Gore Vidal's critique of Italo Calvino discusses Qfwfq. Gore Vidal, "Calvino's Novels", The New York Review of Books, May 30, 1974, archived here.