"Pretty Little Head" — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა[1], გამოცემული სინგლის სახით 1986 წლის 27 ოქტომბერს. იგი შეტანილია ალბომში Press to Play და არის მაკ-კარტნის რიგით 38-ე სინგლი, ისევე, როგორც პირველი, რომელიც ჩარტში საერთოდ არ მოხვედრილა. გაყიდვაზე გავლენის მოსახდენად პოლმა იგი აუდიო კასეტაზე გამოსცა - თუმცა მანამდე არ ფორმატში სინგლები არ ჰქონია.[1] მიუხედავად ამისა, იგი საუკეთესო 75-ეულშიც არ მოხვედრილა.[1]

„Pretty Little Head“
სინგლიპოლ მაკ-კარტნი
B-მხარე "Write Away" (7")
"Write Away" და "Angry" (12")
გამოსვლის თარიღი 27 ოქტომბერი 1986 (7" და 12")
17 ნოემბერი 1986 (კასეტა)
ჩაიწერა აპრილი-მაისი 1985
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 5:14 (ალბომი)
3:50 (7")
6:56 (რემიქსი) (12" და კასეტა)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი და ერიკ სტიუარტი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი და ჰიუ პეჯემი
პოლ მაკ-კარტნის სინგლების ქრონოლოგია
„Press“
(1986)
Pretty Little Head
(1986)
„Stranglehold“
(1986)

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია სტივ ბერონის მიერ.[1] მასში გოგონა სახლიდან გარბის მას შემდეგ, რაც მშობლების კამათს ხედავს. იგი დიდ ქალაქში მიდის. გოგონას როლს ასრულებს მსახიობი გებრიელ ანვარი. მაკ-კარტნი ჩნდება მხოლოდ მეორეხარისხოვან როლში, რომელიც გადაღებული იქნა ლონდონში, 1986 წლის 18 ოქტომბერს.[1] სიმღერის დასაწყისში ჟღერს ნაწყვეტი სიმღერიდან "She's Leaving Home".

შეფასებები

რედაქტირება

როგორც სიმღერის, ასევე ალბომის შეფასებები შერეული იყო. სიმღერა აღწერილი იქნა, როგორც „გიჟური, მაღალტექნოლოგიური ექსპერიმენტი“[2] Rolling Stone წერდა მას „მძიმარედ აბსტრაქტულს“ უწოდებდა.[3]

სიმღერების სია

რედაქტირება
7" სინგლი (R 6145)
  1. "Pretty Little Head" - 3:50
    • რემიქსი - ლარი ალექსანდრი
  2. "Write Away" - 3:01
12" სინგლი (12R 6145)
  1. "Pretty Little Head" - 6:56
    • რემიქსი - ჯონ პოტოკერი
  2. "Angry" (რემიქსი) - 3:36
    • რემიქსი - ლარი ალექსანდრი
  3. "Write Away" - 3:01
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Pretty Little Head. JPGR (2000). ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  2. WARR - Paul McCartney. Wilson and Alroy's Record Reviews. ციტირების თარიღი: 2009-01-11.
  3. Decurtis, Anthony (23 October 1986). „Paul McCartney: Press To Play: Music Reviews: Rolling Stone“. Rolling Stone. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2009. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2014.