Pfizer–BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა, რომელიც კომპანია BioNTech-მა და Pfizer-მა შექმნეს

Pfizer–BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (tozinameran), ბრენდული სახელით Comirnaty[1][2]ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა შექმნა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობით; Pfizer-მა უზურნველყო კლინიკური ცდები, ლოჯისტიკა და წარმოება.[3][4] ზოგიერთ ქვეყანაში ის ავტორიზებულია ხუთი წლის ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის,[5] ზოგიერთში 12 წლის ზემოთ, ზოგან კი 16 წლის ზემოთ.[1][6][7][8][9] ვაქცინა უზრუნველყოფს თავდაცვას კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან.[1][7] კეთდება შიდაკუნთოვანი ინექციის სახით. ვაქცინა შედგება ნუკლეოზიდშეცვლილი ინფორმაციული რნმ-ისგან (modRNA), რომელშიც ჩაშიფრულია SARS-CoV-2-ის სრული სიგრძის წვეტი ცილის (სპაიკ ცილა) მუტირებული ფორმა.[10] ის ლიპიდურ ნანონაწილაკებშია მოთავსებული. თავდაპირველმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინაცია ორ დოზას მოითხოვდა 21-დღიანი შუალედით,[11][12][13] მაგრამ შემდეგში ეს ინტერვალი აშშ-ში 42 დღემდე გაიზარდა,[14][15] კანადაში კი ოთხ თვემდე.[16]

კლინიკური ცდები 2020 წლის აპრილში დაიწყო;[11] იმავე წლის ნოემბრისთვის, ვაქცინა კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში შევიდა, რომელშიც 40 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.[17] კვლევის მონაცემების შუალედურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პოტენციური ეფექტიანობა ინფექციის სიმპტომების პრევენციის თვალსაზრისით 91,3 % იყო მეორე დოზიდან შვიდ დღეში და არ გამოვლენილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე სერიოზული მოვლენა.[13][18] გვერდითი ეფექტების უმეტესობა მსუბუქია და რამდენიმე დღეში ქრება.[1][19] მათ შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული საშუალო ტკივილი ნანემსართან, დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი.[20][21] უიშვიათესია მოხსენებები უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტების, მაგალითად, ალერგიული რეაქციების შესახებ და არ გამოვლენილა რაიმე სახის გრძელვადიანი გართულება.[1][22]

ეს ვაქცინა პირველი კოვიდვაქცინაა, რომელმაც გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღო[23][24] და ასევე პირველია, რომელიც რეგულარული მოხმარებისთვის დამტკიცდა.[25] 2020 წლის დემეკბერში, გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.[22] გამოყენებისთვის გარკვეული დონის ავტორიზაცია მას თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს.[26][27][28][29] 2021 წლის 23 აგვისტოს, Pfizer–BioNTech-ის ვაქცინა პირველი კოვიდვაქცინა გახდა, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სრულად დაამტკიცა 16 წელს ზემოთ პირებში გამოყენებისთვის.[30][2][31][30]

2021 წლის სექტემბრისთვის, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით დაგზავნილი ჰქონდა COVID-19-ის ვაქცინის 1,5 მილიარდზე მეტი დოზა.[32] 2021 წლის მარტში, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიზანი იყო, რომ წლის ბოლომდე 2,5 მილიარდი დოზა ეწარმოებინათ.[33][34] ლოჯისტიკურ სირთულეს წარმოადგენს დისტრიბუცია და შენახვა, რადგან ეს ვაქცინა უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე ინახება.[35] BioNTech-ი და Pfizer-ი სუბლიმაციურად გამომშრალ ვერსიას ტესტავენ, რომელსაც ულტრაცივ ტემპერატურაზე შენახვა არ ესაჭიროება.[36]

სამედიცინო გამოყენება

რედაქტირება

Pfizer–BioNTech-ის COVID-19-ის ვაქცინა გამოიყენება ვირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან დასაცავად. ამისათის, იმუნურ პასუხს აღძრავს S ანტიგენზე.[37][1][7][38] ვაქცინა გამოიყენება COVID-19-ით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად.[14]

ვაქცინის მიწოდება ხდება მრავალდოზიანი ამპულით, რომელშიც ინახევა სტერილური, შესანახი საშუალებებისგან თავისუფალი, გაყინული სუსპენზია შიდაკუნთოვანი ინექციისთვის.[7][38][39] გაკეთებამდე, ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა გალღვეს და ჩვეულებრივ მარილხსნარში გაიხსნას.[38][39]

ძირითადი კურსი ორ დოზას მოიცავს.[14][38] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკონემდაციით, დოზებს შორის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე უნდა იყოს. მეორე დოზის თორმეტ კვირამდე გადავადება შემაშფოთებელი ვარიანტების წინააღმდეგ იმუნოგენურობას ზრდის, თანაც ხანდაზმულებშიც კი.[40] კვლევის მიხედვით, დელტა შტამის წინააღმდეგ ოპტიმალური ვარიანტი დაახლოებით რვა კვირაა, უფრო გრძელი ინტერვალები რეცეპტორებს დოზებს შორის დაუცველს ტოვებს.[40]

ზოგიერთ ქვეყანაში იყენებენ მესამე და მეოთხე დოზებსაც.[41][42][43]

ეფექტიანობა

რედაქტირება

2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინა BNT162b2-ს (Pfizer) 93,7-პროცენტიანი ეფექტიანობა ჰქონდა ალფა ვარიანტით (B.1.1.7) გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ და 88-პროცენტიანი ეფექტიანობა დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.[44] აღსანიშნავია, რომ Pfizer-ს ვაქცინის ეფექტიანობა ერთი დოზის შემდეგ 48,7 პროცენტი იყო ალფა ვარიანტის წინააღმდეგ, 30,7$ კი დელტა შტამის წინააღმდეგ — იგივე, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ დოზას.[45]

27 აგვისტოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ინფექციის წინააღმდეგ ეფექტიანობა 91 პროცენტიდან (81–96%) 66 პროცენტამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში დელტა ვარიანტი გახდა დომინანტი.[46]

მოცემული ეფექტიანობის მაჩვენებლები მიუთითებს კლინიკურ ეფექტიანობაზე მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ. ზოგადად, ვაქცინა ეფექტიანად მიიჩნევა, თუ შეფასება არის ≥50% და აქვს 95% ნდობის ინტერვალის >30% ქვედა ზღვარი.[47] ზოგადად მიჩნეულია, რომ ეფექტიანობა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს.[48]

პირველადი ეფექტიანობა ვარიანტების მიხედვით
დოზები დაავადების სიმძიმე დელტა ალფა გამა ბეტა ომიკრონი ადრე ცირკულირებადი სხვა შტამები
1 უსიმპტომო 30% (17–41%)[49] 38% (29–45%)[49] უცნობია 17% (10–23%)[50] უცნობია 60% (53–66%)
სიმპტომური 33% (15–47%)[49] 27% (13–39%)[49] 43% (22–59%)[51] უცნობია 66% (57–73%)
ჰოსპიტალიზაცია 94% (46–99%) 83% (62–93%)[A] 56% (−9 to 82%)[51] 0% (0–19%)[50] უცნობია 78% (61–91%)
2 უსიმპტომო 79% (75–82%)[49] 92% (90–93%)[49] უცნობია 75% (71–79%)[50] უცნობია 92% (88–95%)
სიმპტომური 83% (78–87%)[49] 92% (88–94%)[49] 88% (61–96%)[51]}} 88% (66–96%)[B] 88% (66–96%)
ჰოსპიტალიზაცია 96% (86–99%) 95% (78–99%) 100%[51] 100% (74–100%)[50] 70% (62–76%)[55] 87% (55–100%)
3[C] სიმპტომური 96% (89–99%).[56] უცნობია უცნობია უცნობია 76% (56–86%)[D] უცნობია
  1. Preliminary data of effectiveness against hospitalization referenced by Public Health England.[52][53]
  2. Effectiveness drops to თარგი:Estimate in weeks 10–14 after the second dose and then stabilizes at 34%–37% thereafter.[54]
  3. ბუსტერდოზა.
  4. Effectiveness drops to about 45% 10 weeks after the booster dose.[57][54]


12 ნოემბერს, Public Health England-ი იუწყებოდა, ეფექტიანობის შესაძლო, მაგრამ უკიდურესად ცოტათი შემცირების შესახებ დელტა შტამის ქვეხაზ AY.4.2-ის მიერ მეორე დოზიდან დიდი ხნის შემდეგ გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.[58]

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანობა შემცირებას იწყებს დაახლოებით ათ კვირაში, ისე პირველი ორი დოზის, ისე როგორც ბუსტერის შემთხვევაში.[54][57] სხვა ვარიანტების შემთხვევაში, თავდაპირველი დოზების ეფექტიანობა კლებას დაახლოებით ექვს თვეში იწყებს.[59] 2021 წლის 1 იანვრიდან 5 სექტემბრამდე კატარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მეორე დოზის მიღებიდან ერთ თვეში ეფექტიანობამ პიკს, 78 პროცენტს მიაღწია, რასაც მოჰყვა ნელი შემცირება, რაც ოთხი თვის შემდეგ აჩქარდა და მე-5 — მე-7 თვეს 20 პროცენტამდე დაეცა. იგივე ტრაექტორია შეიმჩნეოდა სიმპტომური დაავადებისა და კონკრეტული ვარიანტების წინააღმდეგ. გაცილებით მტკიცე დარჩა ეფექტიანობა მწვავე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ, რისმა პიკმაც 96 პროცენტს მიაღწია მეორე თვეში და თითქმის სტაბილური დარჩა ექვსი თვის განმავლობაში; შემდეგ კი შემცირება დაიწყო.[60]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Comirnaty EPAR. ციტირების თარიღი: 24 October 2021
  2. 2.0 2.1 „FDA Approves First COVID-19 Vaccine“ (პრეს-რელიზი). U.S. Food and Drug Administration (FDA). 23 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 August 2021. ციტირების თარიღი: 23 August 2021.
  3. Browne R (11 November 2020). „What you need to know about BioNTech – the European company behind Pfizer's Covid-19 vaccine“. CNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2021. ციტირების თარიღი: 14 January 2021.
  4. Thomas K, Gelles D, Zimmer C (9 November 2020). „Pfizer's early data shows vaccine is more than 90% effective“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2020. ციტირების თარიღი: 9 November 2020.
  5. „CDC Recommends Pediatric COVID-19 Vaccine for Children 5 to 11 Years“. U.S. Centers for Disease Control and Prevention (CDC) (პრეს-რელიზი). 2 November 2021. ციტირების თარიღი: 4 November 2021.
  6. Regulatory Decision Summary - Pfizer-BioNTech COVID-19 Vaccine. Health Canada. ციტირების თარიღი: 11 May 2021
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Pfizer-Biontech COVID-19 Vaccine- bnt162b2 injection, suspension. ციტირების თარიღი: 24 October 2021
  8. „First COVID-19 vaccine approved for children aged 12 to 15 in EU“. European Medicines Agency (EMA) (პრეს-რელიზი). 28 May 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2021. ციტირების თარიღი: 29 May 2021.
  9. Information for UK recipients on Pfizer/BioNTech COVID-19 vaccine. Medicines and Healthcare products Regulatory Agency (MHRA) (8 December 2020). ციტირების თარიღი: 29 May 2021
  10. Walsh EE, Frenck RW, Falsey AR, Kitchin N, Absalon J, Gurtman A, et al. (October 2020). „Safety and Immunogenicity of Two RNA-Based Covid-19 Vaccine Candidates“. The New England Journal of Medicine. 383 (25): 2439–50. doi:10.1056/NEJMoa2027906. PMC 7583697. PMID 33053279.
  11. 11.0 11.1 „Study to Describe the Safety, Tolerability, Immunogenicity, and Efficacy of RNA Vaccine Candidates Against COVID-19 in Healthy Individuals“. ClinicalTrials.gov. 30 April 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2020. ციტირების თარიღი: 5 August 2021.
  12. Palca J (9 November 2020). „Pfizer says experimental COVID-19 vaccine is more than 90% effective“. NPR.org. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2020. ციტირების თარიღი: 9 November 2020.
  13. 13.0 13.1 Covid-19 vaccine from Pfizer and BioNTech is strongly effective, early data from large trial indicate. Stat News (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  14. 14.0 14.1 14.2 Pfizer–BioNTech COVID-19 Vaccine Standing Orders for Administering Vaccine to Persons 12 Years of Age and Older. U.S. Centers for Disease Control and Prevention (CDC) (28 September 2021). ციტირების თარიღი: 24 October 2021
  15. CDC: Gap Between Vaccine Doses Could Be 6 Weeks. ციტირების თარიღი: 8 July 2021
  16. „Canada vaccine panel recommends 4 months between COVID doses“. ABC News. 4 March 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2021. ციტირების თარიღი: 9 July 2021.
  17. „Update on our COVID-19 vaccine development program with BNT162b2“ (PDF) (პრეს-რელიზი). BioNTech. 2 December 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2020. ციტირების თარიღი: 12 December 2020.
  18. „Pfizer and BioNTech Confirm High Efficacy and No Serious Safety Concerns Through Up to Six Months Following Second Dose in Updated Topline Analysis of Landmark COVID-19 Vaccine Study“. BioNTech (პრეს-რელიზი). 1 April 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2021. ციტირების თარიღი: 11 April 2021.
  19. Pfizer-BioNTech COVID-19 Vaccine (also known as Comirnaty) Overview and Safety (19 November 2021). ციტირების თარიღი: 27 September 2021
  20. Polack FP, Thomas SJ, Kitchin N, Absalon J, Gurtman A, Lockhart S, et al. (December 2020). „Safety and Efficacy of the BNT162b2 mRNA Covid-19 Vaccine“. N Engl J Med. 383 (27): 2603–15. doi:10.1056/NEJMoa2034577. PMC 7745181. PMID 33301246.
  21. Questions and Answers About Pfizer–BioNTech COVID-19 Vaccine. Pfizer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  22. 22.0 22.1 Coronavirus vaccine. National Health Service (7 December 2020). ციტირების თარიღი: 7 December 2020
  23. „UK medicines regulator gives approval for first UK COVID-19 vaccine“ (პრეს-რელიზი). Medicines and Healthcare products Regulatory Agency (MHRA). 2 December 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2021. ციტირების თარიღი: 2 December 2020.
  24. Boseley S, Halliday J (2 December 2020). „UK approves Pfizer/BioNTech Covid vaccine for rollout next week“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2020. ციტირების თარიღი: 14 December 2020.
  25. „Swissmedic grants authorisation for the first COVID-19 vaccine in Switzerland“ (პრეს-რელიზი). Swiss Agency for Therapeutic Products (Swissmedic). 19 December 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 January 2021. ციტირების თარიღი: 19 December 2020.
  26. COVID-19 Vaccine Tracker: Pfizer/BioNTech: BNT162b2. McGill University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 8 May 2021
  27. Pfizer–BioNTech COVID-19 Vaccine. U.S. Food and Drug Administration (FDA) (3 February 2021). ციტირების თარიღი: 5 February 2021
  28. F.D.A. Clears Pfizer Vaccine, and Millions of Doses Will Be Shipped Right Away (20 November 2020).
  29. Australian Government Department of Health. (24 January 2021) About the Pfizer/BioNTech COVID-19 vaccine. ციტირების თარიღი: 31 May 2021
  30. 30.0 30.1 Comirnaty (23 August 2021). ციტირების თარიღი: 23 August 2021
  31. Howard J (23 August 2021). „FDA grants full approval to Pfizer/BioNTech Covid-19 vaccine, opening door to more vaccine mandates“. CNN. ციტირების თარიღი: 23 August 2021.
  32. Pfizer and BioNTech expand collaboration with U.S. to provide 500 million additional COVID-19 vaccine doses at not-for-profit price for donation to poorest countries (22 September 2021).
  33. „Pfizer and BioNTech to Supply the European Union with 200 Million Additional Doses of Comirnaty“ (პრეს-რელიზი). BioNTech. 17 February 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2021. ციტირების თარიღი: 1 March 2021.
  34. Kresge N (30 March 2021). „BioNTech Raises Covid Vaccine Target to 2.5 Billion Doses“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2021. ციტირების თარიღი: 11 April 2021.
  35. Rosales-Mendoza, Sergio; Wong-Arse, Alejandro; de Lourdes.Betancourt-Mendiola, Maria (2021) „8. RNA based vaccines against SARS COV-2“, Biomedical Innovations to Combat COVID-19 (en). London: Academic Press, გვ. 129–152. ISBN 978-0-323-90248-9. 
  36. Hopkins JS (30 March 2021). „Pfizer to Test Covid-19 Vaccine That Doesn't Need Ultracold Storage“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2021. ციტირების თარიღი: 16 May 2021.
  37. Comirnaty 30 micrograms/dose concentrate for dispersion for injection 12+ years COVID-19 mRNA Vaccine (nucleoside modified) - Summary of Product Characteristics (SmPC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 4 February 2022
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 Comirnaty- covid-19 vaccine, mrna injection, suspension. ციტირების თარიღი: 4 February 2022
  39. 39.0 39.1 Pfizer–BioNTech COVID-19 Vaccine Emergency Use Authorization Review Memorandum (PDF) (14 December 2020). ციტირების თარიღი: 14 December 2020 თარგი:PD-notice
  40. 40.0 40.1 „Pfizer vaccine second dose has 'sweet spot' after eight weeks, UK scientists say“. 23 July 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 November 2021. ციტირების თარიღი: 26 July 2021.
  41. „Coronavirus (COVID-19) Update: FDA Authorizes Additional Vaccine Dose for Certain Immunocompromised Individuals“. U.S. Food and Drug Administration (FDA) (პრეს-რელიზი). 12 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2021. ციტირების თარიღი: 13 August 2021.
  42. COVID-19 Vaccines for Moderately or Severely Immunocompromised People (13 August 2021). ციტირების თარიღი: 13 August 2021
  43. Comirnaty and Spikevax: EMA recommendations on extra doses and boosters (4 October 2021). ციტირების თარიღი: 4 October 2021
  44. Lopez Bernal J, Andrews N, Gower C, Gallagher E, Simmons R, Thelwall S, et al. (August 2021). „Effectiveness of Covid-19 Vaccines against the B.1.617.2 (Delta) Variant“. The New England Journal of Medicine. 385 (7): 585–594. doi:10.1056/NEJMoa2108891. PMC 8314739. PMID 34289274.
  45. Evans SJ, Jewell NP (August 2021). „Vaccine Effectiveness Studies in the Field“. The New England Journal of Medicine. 385 (7): 650–651. doi:10.1056/NEJMe2110605. PMC 8314732. PMID 34289269.
  46. Fowlkes A, Gaglani M, Groover K, Thiese MS, Tyner H, Ellingson K (27 August 2021). „Effectiveness of COVID-19 Vaccines in Preventing SARS-CoV-2 Infection Among Frontline Workers Before and During B.1.617.2 (Delta) Variant Predominance — Eight U.S. Locations, December 2020–August 2021“ (PDF). MMWR. Morbidity and Mortality Weekly Report. 70 (34): 1167–9. doi:10.15585/mmwr.mm7034e4. PMC 8389394. PMID 34437521.
  47. Krause P, Fleming TR, Longini I, Henao-Restrepo AM, Peto R, Dean NE, et al. (12 September 2020). „COVID-19 vaccine trials should seek worthwhile efficacy“. The Lancet. 396 (10253): 741–743. doi:10.1016/S0140-6736(20)31821-3. ISSN 0140-6736. PMC 7832749. PMID 32861315. ციტატა: „WHO recommends that successful vaccines should show an estimated risk reduction of at least one-half, with sufficient precision to conclude that the true vaccine efficacy is greater than 30%. This means that the 95% CI for the trial result should exclude efficacy less than 30%. Guidance from the US Food and Drug Administration includes this lower limit of 30% as a criterion for vaccine licensure.“
  48. Khoury DS, Cromer D, Reynaldi A, Schlub TE, Wheatley AK, Juno JA, et al. (May 2021). „Neutralizing antibody levels are highly predictive of immune protection from symptomatic SARS-CoV-2 infection“. Nature Medicine. 27 (7): 1205–11. doi:10.1038/s41591-021-01377-8. PMID 34002089. S2CID 234769053.
  49. 49.0 49.1 49.2 49.3 49.4 49.5 49.6 49.7 Sheikh A, McMenamin J, Taylor B, Robertson C (14 June 2021). „SARS-CoV-2 Delta VOC in Scotland: demographics, risk of hospital admission, and vaccine effectiveness“. The Lancet. 397 (10293). Table S4. doi:10.1016/S0140-6736(21)01358-1. ISSN 0140-6736. PMC 8201647. PMID 34139198.
  50. 50.0 50.1 50.2 50.3 Abu-Raddad LJ, Chemaitelly H, Butt AA (5 May 2021). „Effectiveness of the BNT162b2 Covid-19 Vaccine against the B.1.1.7 and B.1.351 Variants“. New England Journal of Medicine. 385 (2). Table 1. doi:10.1056/NEJMc2104974. ISSN 0028-4793. PMC 8117967. PMID 33951357.
  51. 51.0 51.1 51.2 51.3 Chung H, He S, Nasreen S, Sundaram ME, Buchan SA, Wilson SE, et al. (August 2021). „Effectiveness of BNT162b2 and mRNA-1273 covid-19 vaccines against symptomatic SARS-CoV-2 infection and severe covid-19 outcomes in Ontario, Canada: test negative design study“. BMJ. 374: n1943. doi:10.1136/bmj.n1943. PMC 8377789. PMID 34417165. ციტატა: „Tables 6 and 7“
  52. თარგი:Cite techreport
  53. თარგი:Cite techreport
  54. 54.0 54.1 54.2 თარგი:Cite techreport
  55. Collie S, Champion J, Moultrie H, Bekker LG, Gray G (December 2021). „Effectiveness of BNT162b2 Vaccine against Omicron Variant in South Africa“. N Engl J Med (letter). doi:10.1056/NEJMc2119270. PMC 8757569. PMID 34965358.
  56. „Pfizer and BioNTech Announce Phase 3 Trial Data Showing High Efficacy of a Booster Dose of Their COVID-19 Vaccine“ (პრეს-რელიზი). BioNTech. 21 October 2021. ციტირების თარიღი: 10 November 2021.
  57. 57.0 57.1 თარგი:Cite techreport
  58. თარგი:Cite techreport
  59. Thomas SJ, Moreira ED, Kitchin N, Absalon J, Gurtman A, Lockhart S, et al. (September 2021). „Safety and Efficacy of the BNT162b2 mRNA Covid-19 Vaccine through 6 Months“. The New England Journal of Medicine. 385 (19): 1761–1773. doi:10.1056/nejmoa2110345. PMC 8461570. PMID 34525277.
  60. Chemaitelly H, Tang P, Hasan MR, AlMukdad S, Yassine HM, Benslimane FM, et al. (6 October 2021). „Waning of BNT162b2 Vaccine Protection against SARS-CoV-2 Infection in Qatar“. New England Journal of Medicine. 385 (24): e83. doi:10.1056/NEJMoa2114114. ISSN 0028-4793. PMC 8522799. PMID 34614327.