Pavarotti and Friends (ქართ. პავაროტი და მეგობრები) — ლუჩანო პავაროტისა და ცნობილ შემსრულებელთა ერთობლივი კონცერტებისა და მუსიკალური ალბომების სერია. კონცერტები თითქმის ყოველ წელს ტარდებოდა პავაროტის მშობლიურ ქალაქ მოდენაში. მათ უამრავი მაყურებელი ესწრებოდა, ხოლო მონაწილეობდა არაერთი ჯგუფი თუ სოლო-შემსრულებელი - თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრიდან. ყველა კონცერტიდან შემოსული თანხა ირიცხებოდა ფონდში War Child, ბოსნიაში, გვატემალაში, კოსოვოსა და ერაყში ხალხის დასახმარებლად. ამ წვლილისათვის სარაევომ პავაროტი თავის საპატიო მოქალაქედ გამოაცხადა.

ალბომებირედაქტირება

წარმოდგენილი ალბომები საკონცერტო ჩანაწერებია.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება