Panasonic Q (იაპონ. パナソニック) — მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, GameCube-ის ჰიბრიდული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იყო DVD-დამკვრელი მოწყობილობით. სისტემას Nintendo-სთან თანამშრომლობით აწარმოებდა კომპანია Panasonic. კონსოლი ოფიციალურად გამოვიდა 2001 წლის 13 დეკემბერს და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის.

Panasonic Q
სხვა სახელწოდებები Panasonic GameCube Q
მწარმოებელი Panasonic
Nintendo
პროდუქტის ოჯახი GameCube
ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი
DVD-დამკვრელი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 13 დეკემბერი, 2001
შეწყდა 18 დეკემბერი, 2003 (2003-12-18)[1]
მედია Nintendo-ს ოპტიკური დისკი, DVD, CD (Audio CD, VCD, MP3 CD)
ოპერაციული სისტემა Dolphin OS/DVD Player OS
პროცესორი 486 მჰც IBM Gekko
მეხსიერება 24 MB
მეხსიერების საცავი GameCube Memory Card
გრაფიკა ATI Flipper @ 162 MHz
შეტანა დისტანციური მართვის პულტი
კონტროლერის შეტანა GameCube-ის სათამაშო კონტროლერი
დაკავშირებული სტატიები GameCube

GameCube-ს, PlayStation 2-სა და Xbox-ისაგან განსხვავებით არ გააჩნდა DVD-დამკვრელი მოწყობილობა, რაც ნაკლებ კონკურენტუნარიანს ხდიდა მის თანამედროვე კონსოლებთან შედარები. სწორედ ეს გახდა Panasonic Q-ის გამოშვების მთავარი მიზეზი.

კონსოლი მოიხმარდა Gekko-ს 486 მჰც ტაქტური სიხშირის ცენტრალურ პროცესორს, 24 მბ ოპერატიულ მეხსიერებასა და Dolphin OS-ის ოპერაციული სისტემას. კომპლექტში მოყვებოდა GameCube-ის სათამაშო კონტროლერი, დისტანციური მართვის პულტი და AV-კაბელი. კორპუსზე დატანებული ჰქონდა მცირე ზომის LCD ეკრანი.[2] ის თავსებადი იყო GameCube-ის თითქმის ყველა მოწყობილობასთან. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 439 აშშ დოლარს.[3]

კონსოლმა ვერ დატოვა შესამჩნევი კვალი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მაღალი ფასი გახდა. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 100,000-მდე ეგზემპლარი, შედეგად, 2003 წლის 18 დეკემბერს Panasonic-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Panasonic Q Discontinued - News. ციტირების თარიღი: 2015-07-28
  2. Mirabella III, Fran. (2002-04-09) Panasonic Q Review. ციტირების თარიღი: 2015-07-28
  3. Panasonic Q. Video Game Console Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი, 2020. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Panasonic_Q&oldid=3934437“-დან