PV-1000
PV-1000 — კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Casio-ს მიერ. გამოვიდა 1982 წლის ოქტომბერს იაპონიაში. PV-1000 აღჭურვილი იყო 8 ბიტიანი Z80A-ის ცენტრალური პროცესორით 3.579 მჰც ტაქტური სიხშირით,[2][3] (რომელიც ასევე გამოყენებული იყო SG-1000-სა ColecoVision-ში), 2 კბ ოპერატიული მეხსიერება და ეკრანის გაფართოება 256x192-ზე.[3][2]
PV-1000 | |
---|---|
შემქმნელი | Casio |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ ოქტომბერი, 1983[1] |
თავდაპირველი ფასი | ¥14,800 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Z80A 3.579 მჰც ტაქტური სიხშირით |
მეხსიერება | 2 კბ RAM |
მონიტორი | 256X192 გაფართოება, 8 ფერი |
შეტანა | ჯოისტიკი |
შემდეგი | Casio Loopy |
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 14,800 იაპონური იენას.[2][3]. მისი თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ 15 თამაში, მათ შორის: Pooyan, Super Cobra, Amidar, Dig-Dug, Warp & Warp და სხვა.
PV-1000 კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც სათამაშო ბაზარზე დომინირებდა ორი გიგანტი, Nintendo და Sega. ასეე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კონსოლის თამაშების წარმოება შეწყდა.[2]. PV-1000-ის კრახის მიუხედავად, Casio-მ კიდევ ერთხელ სცადა სათამაშო ბაზარზე ფეხის მოკიდება და 1995 წელს გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი Casio Loopy,[4]. თუმცა წინამორბედის მსგავსად, გაყიდვების მხრივ კრახი განიცადა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- PV-1000 საიტზე Video Game Console Library
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PV-1000-ის დეტალები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-30. ციტირების თარიღი: 2009-12-19.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე videogameconsolelibrary.com
- ↑ 3.0 3.1 3.2 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2016-05-06 საიტზე Wayback Machine. საიტზე Old-Computers.com
- ↑ Casio Loopy საიტზე videogameconsolelibrary.com