OpenSSLღია კოდზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება SSL და TLS პროტოკოლებთან სამუშაოდ. ბიბლიოთეკის ძირითადი ბირთვი, დაწერილი C პროგრამირების ენაზე, ახორციელებს ძირითად კრიპტოგრაფიულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციებს. იგი საშუალებას იძლევა, შეიქმნას RSA, DH, DSA გასაღებები და X.509 სერტიფიკატები, ხელი მოეწეროს მათ და გენერირდეს CSR და CRT. მას ასევე აქვს უნარი, დაშიფვროს მონაცემები და გატესტოს SSL / TLS კავშირები.

OpenSSL
მწარმოებელი The OpenSSL Project
ბოლო გამოშვება 1.0.1g / 7 აპრილი, 2014
საცდელი გამოშვება 1.0.2-beta / 24 თებერვალი, 2014
პროგრამირების ენა C, ასემბლი
პლატფორმა მულტიპლატფორმული
ჟანრი ბიბლიოთეკა
ლიცენზია ლიცენზია Apache 1.0 და 4 პუნქტიანი BSD ლიცენზია
საიტი https://www.openssl.org

OpenSSL ხელმისაწვდომია UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემების უმეტესობისთვის (მათ შორის: Solaris/OpenSolaris, Linux, Mac OS X, QNX4[1], QNX6, BSD-ს ღია კოდზე დაფუძნებული 4 ვერსიისთვის) ისევე, როგორც OpenVMS-სა და Microsoft Windows-თვის.

  1. OpenSSL для QNX4. СВД Встраиваемые Системы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OpenSSL&oldid=3951126“-დან