One Piece(იაპონ. ワンピース ვან პი:სუ) — იაპონური მანგას სერია, დაწერილი და ილუსტრირებული ეიჩირო ოდას მიერ. იგი იბეჭდება ყოველკვირეულ გაზეთ Shueisha-ში, 1997 წლის 22 ივლისიდან. დღემდე გამოცემულია 106 ტანკობონი. სიუჟეტში მოთხრობილია მანკი დ. ლუფის (იაპონ. モンキー・Ⅾ・ルフィ) შესახებ. იგი ახალგაზრდა მეკობრეა, რომელმაც ბავშვობაში შემთხვევით შეჭამა ეშმაკის ხილი (იაპონ. 悪魔の実 აკუმა ნო მი) — რეზინა-რეზინა (იაპონ. ゴムゴムの実 გომუ გომუ ნო მი), რის გამოც მისი სხეული იცვლება და რეზინის ხდება. იგი ქმნის დაჯგუფებას, რომელსაც ხალხმა შეარქვა „ჩალის ქუდის მეკობრეები“ და იკვლევს გრანდ-ლაინს, რათა აღმოაჩინოს მსოფლიოს უდიდესი საგანძური და გახდეს მკობრეების შემდეგი მეფე.

One Piece
ワンピース
(ვან-პის)
ჟანრი სათავგადასავლო, ფენტეზი
მანგა
ავტორი ეიჩირო ოდა
გამომცემელი Shueisha
გამომცემელი ინგლისურად
Viz Media
ჟურნალი Weekly Shōnen Jump
ჟურნალი (ინგლისურად)
ორიგინალური გამოცემა 22 ივლისი, 1997დღემდე
ტომები 107
ანიმე ფილმი
Defeat Him! The Pirate Ganzack!
რეჟისორი გორო ტანიგუჩი
პროდიუსერი ტეცუო დაიტოკუ, ჰიდეკაძუ ტერაკავა
სცენარი ჰიროაკი კიტაძიმა
მუსიკა ტოშია მოტომიჩი
სტუდია Production I.G
გამოსვლის თარიღი 26 ივლისი, 1998
ხანგრძლივობა 29 წთ.
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი
  • კონოსუკე უდა (#1–278)
  • ჯუმჯი შუმიძუ (#131–159)
  • მუნეჰისა საკაი (#244–372)
  • ჰიროაკი მიამოტო (#352–679)
  • ტოშინორი ფუკაძავა (#663–დღემდე)
  • სატოში იტო (#780–782)
  • ტაცუია ნაგამინე (#780–782)
სტუდია Toei Animation
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი Fuji TV (და FNS-ის სხვა არხები)
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 20 ოქტომბერი, 1999 დღემდე
ეპიზოდები 1081
ანიმე ფილმი
One Piece: Romance Dawn Story
რეჟისორი კაცუმი ტოკორო
პროდიუსერი იოსუკე ასამა
სცენარი ცუიოში საკურაი
მუსიკა კოჰეი ტანაკა, შირო ჰამაგუჩი
სტუდია Toei Animation
გამოსვლის თარიღი 21 სექტემბერი 2003
ხანგრძლივობა 34 წთ.
ორიგინალური ვიდეო ანიმაცია
One Piece Film Strong World: Episode 0
რეჟისორი ნაოიუკი იტო
პროდიუსერი ჰიროაკი შიბატა
სცენარი ჰიტოჩი ტანაკა
მუსიკა კოჰეი ტანაკა, შირო ჰამაგუჩი
სტუდია Toei Animation
გამოსვლის თარიღი 12 დეკემბერი, 2009
ხანგრძლივობა 30 წთ.

მანგა ადაპტირებული იქნა ორიგინალურ ვიდეოანიმაციად, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, ხოლო Toei Animation-მა 1999 წელს გამოუშვა ანიმაციური ტელესერიალიც, რომელიც 1081 ეპიზოდს მოიცავს. Toei-მ აგრეთვე გამოუშვა 13 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, ერთი ოვა და 11 სპეციალური სატელევიზიო ეპიზოდი. ჩრდილოეთ ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში ლიცენზია მათ ჩვენებაზე Viz Media-მ მოიპოვა, ხოლო ავსტრალიაში - Madman Entertainment-მა. 4Kids Entertainment-ის მიერ ლიცენზირების შედეგად, One Piece 2004 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისურად გამოვიდა, თუმცა მოგვიანებით ლიცენზია გაუქმდა და 2007 წელს მოპოვებული იქნა Funimation-ის მიერ.

One Piece-მა მოიპოვა საყოველთაო აღიარება პერსონაჟების, იუმორის და ხატვის სტილისთვის. მან დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი ერთი ავტორის მიერ ყველაზე ბევრი გამოცემული კომიქსებისთვის. 2021 წლისთვის გამოცემული იყო მანგის 490 მილიონი ერთეული.

მიმოხილვა

რედაქტირება

ვან პისის სამყარო დასახლებულია ადამიანების და სხვადასხვა რასების, მაგალითად თევზკაცების, გრძელხელა ხალხის, გიგანტების და ბევრი სხვების მიერ. ის დაფარულია ორი დიდი ოკეანით, რომლებსაც ყოფს რედ-ლაინი — დიდი მთების სისტემა, რომელიც სამყაროში ერთადერთი კონტინენტია. გრანდ-ლაინი ეწოდება ოკეანურ დინებას, რომელიც რედ-ლაინის პერპენდიკულარულად მიედინება, რითაც სამყარო იყოფა ოთხ ზღვად: ისტ-ბლუ (East-Blue), ნორთ-ბლუ (North-Blue), ვესტ-ბლუ (West-Blue) და საუთ-ბლუ (South-Blue). გრანდ-ლაინს შემოსაზღვრულია ორი სარტყლით, სახელად „ქალმ-ბელტი“ (Calm Belt), რომლებსაც ახასიათებს შტილი (უქარობა) და წყლის დინებების არ ქონა. მასში ბინადრობენ ზღვის მეფეები (გიგანტური თევზების სახეობა). მათ თავიდან ასარიდებლად საზღვაო ფლოტის გემები იყენებენ ზღვის პრიზმის ქვებს, ყველა სხვა გემი კი იძულებულია, გამოიყენოს უფრო საშიში გზა — რევერს-მაუნტინი (Revers Mountain).

დინებები და ამინდი გრანდ-ლაინზე არ ემორჩილებიან ბუნების კანონებს. ამისდა მიუხედავად, კუნძულების გარშემო ჰავა სტაბილურია. აქ არსებული მაგნიტური ველის გამო ჩვეულებრივი კომპასები არ მუშაობენ, რაც ნავიგაციას უფრო ართულებს, რის გამოც აუცილებელი ხდება სპეციალური კომპასების გამოყენება, რომლებსაც უწოდებენ ლოგ-პოსებს. ლოგ-პოსები ახდენენ ავტოკორექციას თითუეული კუნძულის მაგნიტური ველისთვის.

ვან პისის სამყაროში იყენებენ მოდიფიცირებულ ლოკოკინებს (დენ-დენ მუში) — ლოკოკინებს, რომელებმაც ტექნოლოგიური მოდიფიცირების შედეგად ელექტრონულ სიხშირეებებთან დაკავშირების უნარი მიიღეს, მაგალითად, სატელეფონო ხაზებთან, ფაქსის აპარატებთან, კამერებთან და ა.შ. მათი ნიჟარები შეიძლება გამოყენებულ იქნას კინეტიკური ენერგიის, ქარის, ხმის, სურათების და ტემპერატურის შესანახად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=One_Piece&oldid=4653963“-დან