Ouya

(გადამისამართდა გვერდიდან OUYA)

Ouya (/ˈjə/ OO-yə; სტილიზებული როგორც OUYA[4]Android-ზე დაფუძნებული მერვე თაობის მიკროკონსოლი, შექმნილი კომპანია Ouya Inc-ის მიერ. კონსოლზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს ჯული ურმანის ხელმძღვანელობით.[5][6] პროექტი 8 მილიონი აშშ-დოლარით თანადაფინანსდა საიტ Kickstarter-ის მეშვეობით.

Ouya
შემქმნელი Ouya, Inc
ტიპი მიკროკონსოლი
თაობა მერვე თაობა
გამოშვების თარიღი 2013 (2013)
თავდაპირველი ფასი 99 აშშ დოლარი
99 გირვანქა სტერლინგი
შეწყდა 27 ივლისი, 2015 (2015-07-27)
ოპერაციული სისტემა Android (4.1 Jelly Bean)
სისტემური ჩიპი Nvidia Tegra 3 (T33)[1][2]
პროცესორი 1.7 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A9
მეხსიერება 1 გბ DDR3 SDRAM
მეხსიერების საცავი 8 გბ, 16 გბ
მონიტორი 1x HDMI (720p, 1080p)
გრაფიკა Nvidia GeForce ULP GPU
ხმა HDMI (ARC), 2.0 არხი
შეტანა 1x USB 2.0
1x Micro USB (PC-ზე მისაერთებლად)[3]
კონტროლერის შეტანა უსადენო კონტროლერი
კავშირი Wi-Fi 802.11 b/g/n
Bluetooth LE 4.0
Ethernet-ის პორტი
ზომა 75 მმ (2.95 ინჩი)[3]
საიტი ოფიციალური (დაარქივებული)

Ouya ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა 2013 წლის 25 ივნისს. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენა 99 აშშ დოლარს. იგი გამოიყენებდა ARM Cortex-A9-ის ოთხბირთვიან ცენტრალურ პროცესორს 1.7 გჰც ტაქტური სიხშირით, 1 GB DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას, Nvidia GeForce-ის სერიის გრაფიკულ პროცესორს და სტანდარტულ გეიმპადს ანალოგური ჩხირით.

კონსოლისთვის შეიქმნა სპეციალური ონლაინ-მაღაზია აპლიკაციებისა და თამაშების გადმოსაწერად. მისი თამაშების უმეტესობა კაზუალური ჟანრისაა. მას აქვს Twitch.tv-ის და XBMC-ის მედია-პლეერის მხარდაჭერა.[6] მუშაობს Android Jelly Bean-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე. 2014 წლის 31 იანვარს გამოვიდა კონსოლის შავი ვერსია, რომელსაც ჰქონდა გაორმაგებული შიდა მხესიერება და განახლებული კონტროლერი.

მიუხედავად წარმატებული კამპანიისა, Ouya-ს დაბალმა გაყიდვებმა[7] სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა კომპანია Ouya Inc.-ს, რამაც გამოიწვია მისი გაკოტრება. 2015 წელს Ouya Inc. შეისყიდა კომპანია Razer Inc.-მა, ხოლო იმავე წლის ივლისში კონსოლის წარმოება შეწყდა.[8] Razer აგრძელებდა კონსოლის პორგრამულ მხარდაჭერას 2019 წლის ივნისამდე. მას შემდეგ Ouya მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად.[9][10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bierton, David. (11 აგვისტო, 2012) How Powerful is Tegra 3?. Eurogamer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2013. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  2. Kelly, Christina. EXCLUSIVE OUYA Interview with YOUR Questions!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2012.
  3. 3.0 3.1 Previous update. OUYA: A New Kind of Video Game Console by OUYA. Kickstarter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
  4. OUYA: A New Kind of Video Game Console (Embedded FLV). Ouya via Kickstarter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი,, 2012. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2012.
  5. How OUYA Created a Trending Brand in Less than a Day. Momentum Media Marketing (25 ივლისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
  6. 6.0 6.1 Launched: 10 ივლისი, 2012. (July 10, 2012) OUYA: A New Kind of Video Game Console by OUYA — Kickstarter. Kickstarter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
  7. Ouya game sales figures released: It doesn't look good for Android console gaming - ExtremeTech (23 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
  8. Razer Inc.. (27 ივლისი, 2015) Razer Acquires OUYA Software Assets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2015. ციტატა: „Razer is not retaining interest in OUYA hardware“ ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
  9. Ouya: A Look Back (31 მაისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
  10. The stillborn revolution: Ouya fails to sell, developer seeks buyout - ExtremeTech (2 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ouya&oldid=4457610“-დან