OUS-400 – პოლონური წარმოების გარე განათების სანათი. აწარმოებდა პოლონური ფირმა Mesko, ქ. სარჟისკო-კამიენნაში. აღნიშნული ტიპის სანათები იწარმოებოდა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან 1990-ანი წლების ბოლომდე და ფართოდ იყო გავრცელებული სსრკ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოში. იგი განკუთვნილი იყო მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურებისთვის. მისი უპირატესობებია: პლაფონის ჩამკეტი პრაქტიკული მოწყობილობა და მარტივი და საიმედო საკვანძო შეერთებები, თუმცა ТUZ (იგივე ИЗУ) მალე უფუჭდებოდა. არსებობს მისი რამდენიმე ქვეტიპი, რომლებიც მცირედით განსხვავდებიან დიზაინით და განკუთვნილია 150w 250w და 400w (OUS-400) ნათურებისთვის.

ფოტოგალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OUS-400&oldid=3872100“-დან