O-Zone (ჯგუფი)
O-Zone — სამი მონაწილისგან შემდგარი მოლდავური ჯგუფი, რომელიც არსებობდა 1999 — 2005 წლებში.
O-Zone | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, ევროდენსი, დისკო |
აქტიური | 1999-2005, 2017, 2020 |
ისტორია
რედაქტირება1999-2001: შექმნა და ადრეული წლები
რედაქტირებაO-Zone პირველად ჩამოყალიბდა 1998 წელს, როგორც დან ბელანისა და პეტრუ ჟელიჰოვსკის დუეტი. 1999 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი „Dar, Unde Ești ...“. ჟელიჰოვსკი არ იყო დანტერესებული მუსიკალური კარიერით და დუეტი დატოვა. დან ბელანმა ჯგუფის ახალი წევრის მოსაძებნად მსურველთა მოსმენა დანიშნა, სადაც მისი ყურადღება არსენი ტოდირაშმა მიიპყრო ელვის პრესლის სიმღერით „Love Me Tender“. შესარჩევი ეტაპის შემდეგ ტოდირაში ბელანს შეუერთდა და კვლავ დუეტი ჩამოყალიბდა, სანამ დანს, ტელეფონით, არ დაუკავშრდა რადუ სირბუ და კონკურსის დასრულების მუხედავად ჯგუფში მოხვედრის შანსი ითხოვა. სირბუს წარმატებული მოსმენის შემდეგ O-Zone ტრიოდ იქცა.