Northern Songs
Northern Songs — მცირე კომპანია, რომელიც დაარსდა 1963 წელს. დამაარსებლები იყვნენ დიკ ჯეიმზი, ბრაიან ეპსტაინი, ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი. კომპანია მიზნად ისახავდა ლენონისა და მაკ-კარტნის, ისევე, როგორც ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის, ჯგუფ The Beatles-ს წევრთა მიერ დაწერილი სიმღერების გამოქვეყნებას. ჯორჯ მარტინს შესთავაზეს კომპანიის წილი, მაგრამ მან ამ წილზე უარი თქვა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მისი თანამდებობა EMI-ში მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტს შექმნიდა. 1965 წელს Northern Songs-ს საჯარო კომპანიის სახე მიეცა, რათა მისი საშემოსავლო გადასახადები შეემცირებინათ.