Nokia Lumia 1020
Nokia Lumia 1020 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Nokia-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აპარატის საზეიმო გახსნა მოხდა 2013 წლის 11 ივლისს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში. მართალია იგი წარმოდგენილია საოპერაციო სისტემა Windows Phone 8-ზე, თუმცა ხელმისაწვდომია Windows Phone 8.1-ც.[1] მისი კონტენტი შეიცავს Nokia's PureView ტექნოლოგიას. აღჭურვილია ზემგრძნობიარე 4.5-დუიმიანი ეკრანით, რომლის გაფართოება HD+ (1280x768) უდრის. დისპლეი შესრულებულია AMOLED-ის მეშვეობით და დაცულია მტკიცე Corning Gorilla Glass 3 მინით. აგრეთვე, აპარატში ჩასმულია ორბირთვიანი პროცესორი, რომლის სიხშირეა 1,5 GHz. აქვს Qi-ის სტანდარტის ინდუქციური დამუხტვის მხარდაჭერა. გააჩნია ძირითადი 41 მეგაპიქსელიანი Carl Zeiss ლინზით აღჭურვილი ფოტოკამერა, Xenon-ის ტიპის განათებით და 3-ჯერადი მაღალი რეზოლუციის ზუმით, ხოლო ვიდეო გადაღება წარმოებს Full HD ფორმატში 1080p რეზოლუციით. ჩაშენებული მეხსიერება 32 გიგაბაიტიანია. 2014 წლის იანვარში Nokia-მ გამოუშვა ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება Nokia Lumia 1020 „Black“, რომელშიც დამატებულია ახალი სხვადასხვა თავისებურებები.[2]
Nokia Lumia 1020 | |
---|---|
მწარმოებელი | Nokia |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8, განახლებით 8.1 |
მასა | 158 გრ. |
ფოტოკამერა |
41მპ ფოტოკამერა Carl Zeiss ლინზით, Xenon ტიპის განათებით და 3ჯერადი მაღალი რეზოლუციის ზუმით ვიდეო გადაღება FullHD ფორმატში 1080პ რეზოლუციით 30(კადრი/წმ-ში) 6-ჯერადი ციფრული ზუმით |
ბატარეა | BV-5XW 2000 მ-ამპ 3.8V |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nokia Lumia 1020 (Yellow) - Unlocked/No Contract. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 February 2015.
- ↑ Edmonds, Rich (9 January 2014). „Nokia begins global Lumia Black roll out; kicks things off in China“. Windows Phone Central.