NBA-ის საზაფხულო ლიგა

NBA-ის საზაფხულო ლიგა, ლას-ვეგასის საზაგხულო ლიგა ან ლას-ვეგას NBA-ის საზაფხულო ლიგა — პერიოდი, როდესაც NBA-ის გუნდები იკრიბებიან ერთად, რომ სცადონ შემადგენლობებთან დაკავშირებული სხვადასხვა როტაციები, რაც რეგულარულ სეზონში დაეხმარება. ძირითადად, ეს არის ახალბედების შერეული და ასევე ახალგაზრდა სკამზე მჯდომი მოთამაშეების პრაქტიკა, თუ როგორ თამაშობენ სხვა მოთამაშეებთან ერთად. ზოგჯერ, დრაფტზე არ აყვანილი მოთამაშეები არიან მიწვეულები, რომ იქნას დაკვირვებული თუ როგორ შეუძლია წარმოაჩინოს თავი, რის გამოც გუნდს შეუძლია გადაწყვიტოს, გაუფორმოს თუ არა კონტრაქტი ახალ მოთამაშეებს. ეს ლიგა ეხმარება გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს რომ დააკვირდნენ ახალბედებს, თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი ახალი NBA-ის სეზონში თავს. NBA-ის საზაფხულო ლიგა ასევე არის ძველი დრაფტებისთვის ან მოთამაშეებისთვის, რომლებიც აღარ არიან გუნდებში, წარმოაჩინონ თავი NBA-ის შემადგენლობისთვის.

ლიგა არის ერთ-ერთი იმ ორი საზაფხულო პრო ლიგიდან, რომელიც აშშ-ში ტარდება. მეორე საზაფხულო პრო ლიგა არის ორლანდოს საზაფხულო ლიგა.[1]

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგას ინაუგურაციის სეზონი 2004 წელს ჰქონდა კალათბურთის პარკეტზე ნევადას უნივერსიტეტში (ნევადა) 6 NBA-ის გუნდთან ერთად: ბოსტონ სელტიქსი, კლივლენდ კავალიერსი, დენვერ ნაგეტსი, ორლანდო მეჯიკი, ფინიქს სანსი და ვაშინგტონ უიზარდსი, რომლებმაც ტოტალურად 13 მატჩი ჩაატარეს. 3 წარმატებული საზაფხულო ლიგის შემდეგ, ლიგა 16 გუნდამდე და ტოტალურად 40 მატჩამდე გაიზარდა. 2005 წლისთვის ლიგაში 15 გუნდი იყო: ბოსტონ სელტიქსი, ჩიკაგო ბულზი, კლივლენდ კავალიერსი, დალას მევერიქსი, დენვერ ნაგეტსი, დეტროიტ პისტონსი, გოლდენ-სტეიტ უორიორსი, ლოს-ანჯელეს კლიპერსი, ნიუ-ჯერსი ნეტსი, ნიუ-ორლეან ჰორნეტსი, ნიუ-იორკ ნიქსი, ორლანდო მეჯიკი, ფინიქს სანსი, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, საკრამენტო კინგსი და ვაშინგტონ უიზარდსი. 2007 წელს ღონისძიების სახელი ოფიციალურად გახდა NBA-ის საზაფხულო ლიგა. 2008 წელს საზაფხულო ლიგა 22 გუნდამდე გაიზარდა და დასპონსორებული იქნა EA სპორტსის მიერ.

NBA-ის საზაფხულო ლიგაში, არ აქვს მნიშვნელოვა წააგებენ გუნდები თუ მოიგებენ. საზაფხულო ლიგა აძლევს ინდივიდუალურ შანს მოთამაშეებს რომ წარმოაჩინონ და დაამტკიცონ მათი შესაძლებლობები პარკეტზე. მოთამაშეების ნაწილი იმედოვნებს ხოლმე, რომ გამოიმუშავოს პატივისცემა და მოხვდეს რომელიმე გუნდის შემადგენლობაში რეგულარული სეზონის დაწყებისას.

თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ არის აყვანილი, გუნდს შეუძლია აიყვანოს მხოლოდ საზაფხულო ლიგის გუნდში, რომელსაც ეძლევა შანსი და შესაძლებლობა გუნდმა შესთავაზოს კონტრაქტი რეგულარული სეზონის განმავლობაში. ნებისმიერ გუნდს შეუძლია აიყვანოს მოთამაშე, როდესაც ლიგა დამთავრდება. მაგალითისთვის, ჯერემი ლინი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მიწვეული იქნა დალას მევერიქსის მიერ საზაფხულო ლიგაში, რომელიც მანამდე არ იქნა აყვანილი დრაფტზე. 2010 წლის საზაფხულო ლიგაში, ლინმა კარგად წარმოაჩინა თავი და მოგვიანებით აყვანილი იქნა გოლდენ-სტეიტ უორიორსის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება