ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

N95 მფილტვრელი სახის რესპირატორი, ხშირად შემოკლებული როგორც N95 ნიღაბი[1] — მფილტრავი სახის რესპირატორი, რომელიც შეესაბამება "აშშ-ის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის" ჰაერის ფილტრაციის N95 კლასიფიკაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიღაბი ჰაერით გადატანილი ნაწილაკების 95% ფილტრავს. სტანდარტით რესპირატორი ზეთის გამძლეობას არ საჭიროებს, ამ საჭიროებას აკმაყოფილებს P95 ნიღაბი. N95 ტიპის ნიღაბი ყველაზე გავრცელებული სახის გამფილტრავი რესპირატორი. [2]ნიღაბი მაგალითია მექანიკური ფილტრიანი რესპირატორიას, რომელიც იცავს ნაწილაკებისაგან, მაგრამ არა გაზებისა ან ორთქლისაგან. ავთენტურ N95 ნიღაბზე გამოსახულია ტექსტი "NIOSH" ან NIOSH-ის ლოგო, ფილტრის ჯგუფი ("N95"), ფორმის "TC" ნებართვის ნომერი XXX-XXXX, ნებართვის ნომერი უნდა იყოს გამოსახული NIOSH-ის დამოწმებული აღჭურვილობის სიაში (CEL)[3] ან NIOSH-ის სანდო წყაროს გვერდზე[4] და უნდა მაგრდებოდეს თავზე ყურების ნაცვლად.[5] N95 ნიღაბი გამოიგონა ტაივანელმა-ამერიკელმა პიტერ ცაიმ გუნდთან ერთად, ნიღბის ამერიკული პატენტი მიიღო 1995 წელს.[6] [7] N95 რესპირატორები, მსგავსად სხვა რესპირატორებისა, არ არის რეგულირებული აშშ-ის იურისდიქციის მიერ, თუმცა ოდნავ სხვა კრიტერიუმის ქვეშაა მისი გამოყენების თვისებების დამოწმებისათვის, როგორიცაა ფილტრის ეფექტურობა,ტესტ აგენტი და დინების შეფასება, და შესაძლებელი წნევის ვარდნა. მაგალითად, ევროკავშირის FFP2 რესპირატორებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური 94% ფილტრაცია, და ჩინურ KN95 რესპირატორებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე 95% ფილტრაცია.[8] მიუხედავად ამისა, NIOSH-მა დაადგინა, რომ ზოგი პროდუქტი "KN95"-ის დასახელებით ვერ ხვდება ამ სტანდარტებს, ზოგი მათგანი ფილტრავს არაუმეტეს 1%-ს.[9] "აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია" და "ჯანმრთელობა კანადა" ორივე ითხოვს მსგავს ფილტრაციის სტანდარტებს შეუსაბამო KN95 პროდუქტებს "რესპირატორების" ნაცვლად "სახის ნიღბები"[10] [11] ეწოდოს აშშ-სა და კანადაში გაყიდვისას.

გამოყენება

რედაქტირება

რესპირატორის მორგების ტესტირება არის კრიტიკული კომპონენტი რესპირატორული დაცვის პროგრამაში როცა დასაქმებულები იყენებენ მჭიდროდ მორგებულ რესპირატორებს. "OSHA" (აშშ) მოითხოვს პირველ რიგში რესპირატორის მორგების ტესტს რომ დადგინდეს სწორი მოდელი, სტილი და ზომა თითოეული დასაქმებულისათვის, ისევე, როგორც დროდადრო მოსარგებ ტესტებს. გარდა ამისა, მჭიდროდ მორგებული რესპირატორები, მათ შორის N95, საჭიროებს მორგებამდე ბეჭდის შემოწმებას. სახის თმა ბეჭდის ადგილას გამოჟონვას გამოიწვევს.[12] რესპირატორებს გამოყენებამდე სჭირდება სამედიცინო შემოწმება, იმიტომ რომ ისინი სუნთქვას ართულებენ. ზოგი გარემოება, რის გამოც შეიძლება არ გამოიყენო რესპირატორი არის გულის დაავადებები, ფილტვის დაავადებები და ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კლაუსტროფობია.[13] აშშ-ში სამედიცინო შემოწმება აუცილებელია ერთხელ, მორგების ტესტამდე და გამოყენებამდე, მიუხედავად იმისა, შეიძლება საჭირო გახდეს ხელმეორე შემოწმება ხელისშემშლელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.[14] რესპირატორის სწორი გამოყენება ამცირებს საჰაერო ვირუსების გადადების შანსებს.[15] ადამიანებისათვის, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ უარყოფითი წნევიანი რესპირატორების გამოყენება ან ვისაც არ შეუძლია მორგების ტესტის წარმატების გავლა სახეზე თმის ან სხვა მიზეზების გამო, ალტერნატივად შეუძლიათ გამოიყენონ მექანიზირებული ჰაერის მფილტრავი აირწინაღი.[16][17]

N95 ნიღბებს ჰყავს მრავალი ისტორიული წინაპარი. მე-19 საუკუნის ბოლოს, მაილს ფილიპსმა დაიწყო "მუნდებინდეს" ("პირის სახვევის") გამოყენება, რომელიც დამზადებული იყო სტერილიზებული ნაჭრისაგან, რაც მან დაამზადა ქლოროფორმის ნიღაბზე ორი ფენა ბამბის მუსლინის დამაგრებით.[18] პოლ ბერგერმა, პარიზელმა ქირურგმა, გამოიკვლია ნიღბის დაცვის ეფექტი ოპერაციისას. კიდევ ერთი ნიღბის დიზაინი იყო ნაჭრის ნიღაბი, რომელიც ლიენ-ტე ვუმ შექმნა, რომელიც ჩინურ იმპერიალურ სასამართლოში მუშაობდა 1910 წლის შემოდგომით, მანჩურიული ჭირის აფეთქებისას.[19] სწორედ ამ პირბადეების ინსპირაციით დამზადდა 1918 წლის გრიპის ეპიდემიის დროს გამოყენებული პირბადეები. კიდევ ერთი წინაპარი გახლდათ გაზის ნიღბები პირველი მსოფლიო ომის დროს, რომლებიც გამოყენებისთვის ადაპტირდა მეშახტეთათვის. ისინი მრავალჯერადი, მაგრამ დიდი და არაკომფორტული იყო მინაბოჭკოვანი ფილტრისა და მძიმე რეზინის კონსტრუქციიდან გამომდინარე.[20] [21]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/respirator-use-faq.html
  2. https://www.cdc.gov/niosh/npptl/topics/respirators/disp_part/n95list1-a.html
  3. https://www.cdc.gov/niosh/npptl/topics/respirators/cel/default.html
  4. https://www.cdc.gov/niosh/npptl/topics/respirators/disp_part/respsource.html
  5. https://www.cdc.gov/niosh/npptl/usernotices/counterfeitResp.html
  6. https://ge.usembassy.gov/meet-the-u-s-scientist-who-invented-the-n95-mask-filter/
  7. https://edition.cnn.com/2020/07/15/health/n95-mask-inventor-coronavirus-sanjay-wellness-trnd/index.html
  8. https://multimedia.3m.com/mws/media/1791500O/comparison-ffp2-kn95-n95-filtering-facepiece-respirator-classes-tb.pdf
  9. https://www.cbc.ca/news/canada/saskatchewan/health-canada-issues-recall-of-some-kn95-masks-made-in-china-1.5568734
  10. https://www.fda.gov/medical-devices/letters-health-care-providers/certain-filtering-facepiece-respirators-china-may-not-provide-adequate-respiratory-protection-letter
  11. https://recalls-rappels.canada.ca/en/alert-recall/important-safety-information-certain-respirator-masks
  12. https://blogs.cdc.gov/niosh-science-blog/2020/03/16/n95-preparedness/
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-04. ციტირების თარიღი: 2022-02-05.
  14. https://www.cdc.gov/niosh/npptl/topics/respirators/disp_part/respsource3healthcare.html
  15. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3516468/
  16. https://blogs.cdc.gov/niosh-science-blog/2017/07/06/elastomerics/
  17. https://www.ehstoday.com/ppe/respirators/article/21906717/constructing-a-powered-air-purifying-respirator-system
  18. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2479244/
  19. https://www.fastcompany.com/90479846/the-untold-origin-story-of-the-n95-mask
  20. https://thedcapage.blog/2020/03/26/from-the-industrial-to-the-medical-evolution-of-the-n95-respirator/
  21. https://www.fastcompany.com/90479846/the-untold-origin-story-of-the-n95-mask
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/N95_ნიღაბი“-დან