Music Box თბილისი
Music Box თბილისი — სადღეღამისო ინტერაქტიული მუსიკალური ტელევიზიაა. იგი საერთაშორისო ქსელ Music Box Group–ის ნაწილია. პირველად ის 1996 წელს უნგრეთში ჩამოყალიბდა, შემდეგ კი არხები გახსნა რუმინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ისრაელში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი მაყურებელი არა მხოლოდ უყურებს, არამედ თავად მართავს ტელევიზიას და ქმნის საკუთარ ეთერს.
Music Box თბილისი | |
---|---|
სლოგანი | ვუყურებ, რასაც მინდა |
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო, |
დაფუძნდა | 2005 |
საიტი | www.musicbox.ge |
2005 წელს პოპულარულ სატელევიზიო ქსელში ჩაერთო საქართველოც. Music Box თბილისი (მდებარე თბილისში, მარშალ გელოვანის 2-ში) ჩამოყალიბდა უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
მობილურითა და ქალაქის ტელეფონით მაყურებელი აგზავნის სასურველი კლიპის კოდს. კოდები მუდმივად ტრიალებს მორბენალ სტრიქონში. კლიპების ბაზა მდიდარი და მუდმივად განახლებადია. ის შეიცავს როგორც თანამედროვე პოპულარულ სიმღერებს, ასევე სხვადასხვა დროის ჰიტებს.
Music Box-ის ტელეაუდიტორიაა ახალგაზრდა და აქტიური თაობა, მობილური კავშირისა და ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებელი. ტელევიზიის დევიზია ვუყურებ, რასაც მინდა.
გადაცემები
რედაქტირებაNews Box
რედაქტირებაეროვნული შოუ-ბიზნესის ჭორები, სკანდალები, წითელი ხალიჩა და ყვითელი სიახლეები. გადაცემა გადის სამუშაო დღეებში. ყოველ შაბათს უცხოური ბლოკის შემაჯამებელი გადაცემა გადის.
Fashion Time
რედაქტირებაგადაცემა თანამედროვე სტილსა და მოდაზე. რუბრიკის წამყვანი, თბილისის ბრენდულ მაღაზიებს, სილამაზის სალონებს, სავაჭრო ცენტრებს, საიუველირო მაღაზიებსა და ფიტნესცენტრებს სტუმრობს.
Made In / For Georgia
რედაქტირებაMusic Box-ის ახალი პროექტი, შექმნილი მაყურებლისათვის საქართველოში არსებული კომპანიების უკეთ გასაცნობად. ახსნილია, თუ როგორ მზადდება ცნობილი პროდუქცია, რაც მიზნად ისახავს მაყურებლის დარწმუნებას მის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხში.
წამყვანი ყოველ კვირას ცნობილ ქართულ კომპანიებს სტუმრობს. გადაცემა მაყურებელს აცნობს, თუ როგორ მუშაობს წარმატებული ქართული ბიზნესი. ჟურნალისტი და მოწვეული სტუმარი დროებით პროფესიას იცვლიან და ამ კომპანიის პერსონალის ფუნქციებს ითავსებენ. გადაცემა ეთერში გადის პარასკევობით და კვირაობით.
სახლებში
რედაქტირებაგადაცემის გადაღებები მიმდინარეობს ცნობილ პიროვნებათა სახლებში. გადაცემა გადის ოთხშაბათობით
Golden Hits
რედაქტირება1980-იანი და 1990-იანი წლების პოპულარული მუსიკა. ეთერში გადის ყოველ საღამოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება