Mount & Blade II: Bannerlordმოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, მესამე და ასევე პირველ პირში. თამაშს ქმნის თურქული კომპანია TaleWorlds Entertainment და შვედური კომპანია Paradox Interactive. მოცემული თამაში არის პოპულარული თამაშების სერიის Mount & Blade-ის გაგრძელება.

Mount & Blade II: Bannerlord
დეველოპერ(ებ)ი TaleWorlds
პლატფორმ(ებ)ი Windows, შესაძლებელია Linux და OS X
გამოსვლის თარიღი 2018[1]
ჟანრ(ებ)ი Action RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
ლიცენზია კომერციული
საიტი ოფიციალური საიტი

გარემორედაქტირება

როგორც სერიის პირველ თამაშში, Bannerlord-ის მოქმედება ხდება იგივე რუკაზე, კალრადიაში, 200 წლით ადრე Mount & Blade: Warband-ამდე. მომქმედება მიმდინარეობს კალარანდიის იმპერიის დაცემის პერიოდში და წინა თამაშებში არსებული სამეფოების შექმნის დროს. კალარანდიის იმპერია და მისი დაცემის ანალოგიურია დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა და პირველი ევროპული სამეფოების შექმნა.[2]

შექმნარედაქტირება

2012 წლის სექტემბერს TaleWorlds-მა გამოაცხადა რომ თამაშზე მუშაობა მიმდინარეობდა, ასევე გამოვიდა პირველი თრეილერი. განახლებები იდება TaleWorlds საიტზე ყოველ 2 თვეში ერთხელ.[3] თამაშის გრაფიკა გაუმჯობესებულია წინა თამაშებთან შედარებით[4] ის შეიცავს უკეთეს დაჩრდილვას და უფრო დეტალურ მოდელებს. პერსონაჟების ანიმაცია შექმნილია მოძრაობის ჩაწერის ტექნოლოგიით.[5] ასევე გაუმჯობესებულია სახის ანიმაციები ემოციების უკეთესად გამოსახატად.[6] თამაშის პროცესთან დაკავშირებული შესაძლებობებზეც მიმდინარეობს მუშაობა, გაუმჯობესდა ინვენტარის ინტერფეისი ასევე თამაშში იქნება უკეთესი ხელოვნური ინტელექტი. ციხე-სიმაგრეების ალყის შემორტყმის სისტემა ასევე უმჯობესდება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება