Tieto Keilalahti Campus

(გადამისამართდა გვერდიდან Microsoft Talo)

Microsoft TaloTieto-ს სათავო ოფისი, რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში - კეილანიემში. ეს ადგილი პირდაპირ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთანაა იქვე.

Tieto Keilalahti Campus
საჰაერო ხედი

შენობას ადრე ერქვა The Nokia House. სამხრეთ ნაწილის ორი ნაგებობა აიგო 1990-იანი წლების ადრეულ ხანებში, ხოლო მესამე, ჩრდილოეთ ნაწილის ნაგებობა აშენდა 2000 წელს. შენობებში დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს.

2012 წლის დეკემბერში, Nokia-მ განაცხადა რომ სათავო ოფისის შენობა მიჰყიდა ფინურ ინტიტუციას - Exilion-ს, 170 მილიონ ევროდ, გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებით.[1]

2014 წლის აპრილში, Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობების ბიზნესის შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, შენობას ახალი სახელი დაერქვა: Microsoft Talo. [2][3]

2017 წელს Microsoft Mobile დაიხურა, ხოლო იმავე წელს, შენობა დაიკავა კომპანია Tieto-მ[4] და დაერქვა Tieto Keilalahti Campus.

  1. ოფიციალური: Nokia House-ის იჯარით გაცემა Nokia-ს მიერ, 4 დეკემბერი, 2012.
  2. Nokia House-ი ახლა Microsoft-ის ბრენდის ქვეშ არის დაარქივებული 2014-05-25 საიტზე Wayback Machine. , 26 აპრილი, 2014.
  3. Microsoft Talo, foursquare.com
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 2017-12-23.