"Me & the Rhythm" არის ამერიკელი მომღერლის სელენა გომესის სიმღერა მეორე სტუდიური ალბომიდან Revival (2015). ის გამოვიდა 2015 წლის ორ ოქტომბერს, ციფრულ გადმოსაწერ პლატფორმებზე, როგორც ალბომის პირველი სარეკლამო სიმღერა. სიმღერა დაწერა გომესმა, ჯული მიშელმა, ჯასტინ ტრანტერმა, ხოლო მისი პროდიუსერები არიან რობინ ფრედრიკსონი და მეთიას ლარსონი, ცნობილი როგორც Mattman & Robin. "Me & the Rhythm" იყო, ბოლო სიმღერა რომელიც ჩაიწერა Revivalისთვის, როდესაც გომესმა გადაწყვიტა უფრო მეტი ემუშავა მიშელთან და ტრანტერთან. გომესი ტრეკს თავის საყვარელ სიმღერას უწოდებს ალბომიდან.

Me & The Rhythm is single from Revival

"Me & the Rhythm" არის დისკო, საცეკვაო, R&B და სინთპოპ სიმღერა, მისი პროდუქტი შეიცავს დრამისა და Deep houseის ბითებს და ელემენტებს. ტექსტის მიხედვით სიმღერა ეძღვნება საკუთარი თავის დაკარგვას ცეკვის დროს და საცეკვაო მოედანზე ყოფნისას თავისუფლებას, იმ მომენტში. "Me & the Rhythm"-მა დადებითი შეფასებები დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, რომელთაც გომესის ცხელი ვოკალი და ვინტაჟური დისკოს ელემენტები მოეწონათ. Me & the Rhythm-ის პრომოს ხელი შეუწყო სელენა გომესის პერფორმანსმა, რომელიც შედგა The Today Showზე, სადაც მან ასევე შეასრულა Come & Get It და სხვა ჰიტები თავისი ალბომიდან.[1] სიმღერა შეტანილია იყო Revival World Tour-ის სეთლისტი, რომელიც გაიმართა 2016 წელს.[2]

კომერციული შესრულება რედაქტირება

როცა სიმღერა გამოვიდა, როგორც სარეკლამო სინგლი, მან დაიკავა 57-ე პოზიცია კანადის ცხელ ასეულში. ამავე დროს მან ვერ დაიკავა პოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში (მთავარ ჩარტში), მაგრამ ის ჩარტირებდა Bubbling Under Hot 100ში მეექვსე პოზიციაზე. 10 ოქტომბერს, 2015 წელს, იგი დებიუტირდა 165-ე პოზიციაში საფრანგეთის სინგლების ჩარტში, საბოლოოდ კი დაიკავა 143-ე პოზიცია. ჩეხეთში სინგლი ციფრული სინგლების ტოპ 100ში იკავებდა 83-ე პოზიციას, ცოლო სლოვაკეთში ამავე ჩარტში იკავებდა 68-ე პოზიციას.

ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (2015) პოზიცია
კანადა (Canadian Hot 100)[3] 57
ჩეხეთის რესპუბლიკა (Singles Digitál Top 100)[4] 83
საფრანგეთი (SNEP)[5] 143
სლოვაკეთი (Singles Digitál Top 100)[6] 68
აშშ (Bubbling Under Hot 100 Singles) (Billboard)[7] 6

ლიტერატურა რედაქტირება

  1. Lindner, Emilee (October 12, 2015). „Watch Selena Gomez Be The 'Boss' In 'Today' Show Performance“. MTV News. Viacom. ციტირების თარიღი: February 9, 2016.
  2. Chaffey, Jesse. (August 12, 2016) Selena Gomez at Brisbane Entertainment Centre. Scenestr. ციტირების თარიღი: July 7, 2017.
  3. "Selena Gomez – Chart history" Canadian Hot 100 - Selena Gomez. წაკითხვის თარიღი: October 13, 2015.
  4. "ČNS IFPI" (ჩეხურად). Hitparáda – Digital Top 100 Oficiální. IFPI Czech Republic. შენიშვნა: შეიყვანეთ 201546 ძიებაში. წაკითხვის თარიღი: November 25, 2015.
  5. "Lescharts.com – Selena Gomez – Me & The Rhythm" (ფრანგულად). Les classement single. წაკითხვის თარიღი: October 18, 2015.
  6. "SNS IFPI" (სლოვაკურად). Hitparáda – Singles Digital Top 100 Oficiálna. IFPI Czech Republic. შენიშვნა: შეიყვანეთ 201546 ძიებაში. წაკითხვის თარიღი: November 25, 2015.
  7. Chart Search – Selena Gomez. Bubbling Under Hot 100 Singles for Selena Gomez. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2017. ციტირების თარიღი: November 1, 2015.