Marder (ქვეითთა საბრძოლო მანქანა)

Schützenpanzer Marder 1 (გერმანული წარმოთქმა: [ˈʃʏt͜sn̩ˌpant͜sɐ ˈmaʁdɐ ˈaɪ̯ns]; შემოკლებით Marder, („მარდერი“, ქართ. კვერნა)) — გერმანული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა, გამოიყენება ბუნდესვერის პანცერგრენადიერების ქვედანაყოფების მიერ და გერმანული არმიის ძირითად საბრძოლო მანქანად ითვლება 1970 წლიდან დღემდე. მისი შექმნა დასავლეთ გერმანიის ჯავშანსატანკო ინდუსტრიის ხელახალი მშნებლობის ნაწილი იყო და წარმატებულ პროექტად მიიჩნევა.

Schützenpanzer Marder 1

Marder 1 (2012)
ტიპი ქვეითთა საბრძოლო მანქანა
წარმომავლობის ქვეყანა დასავლეთი გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1971–დღემდე
იყენებენ ბუნდესვერი
ომები და კონფლიქტები ავღანეთის ომი (2001–14)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Rheinmetall Landsysteme
შექმნის თარიღი 1959–1969
მწარმოებელი Rheinmetall Landsysteme
Maschinenbau Kiel
ეგზემპლარის ღირებულება $390,000 (1975)
წარმოების პერიოდი 1969–1975
რაოდენობა 2,136
მახასიათებლები
წონა

28.5 ტონა Marder 1A1/A2
33.5 ტონა Marder 1A3

37.4 ტონა Marder 1A5
სიგრძე 6.79 მ
სიგანე 3.24 მ
სიმაღლე 2.98 მ
გათვლა / ჯგუფეული 3+6

ჯავშანი ნაწრთობი ფოლადი, იცავს 20 მმ-მდე კალიბრის ჯავშანგამტანი საბრძოლო მასალისგან 200 მეტრამდე, ხოლო 25 მმ-მდე 200 მეტრზე მეტი მანძილიდან
ძირითადი
შეიარაღება
20 მმ Rheinmetall MK 20 Rh202 ავტომატური ქვემეხი
1,250 გასროლა
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები MILAN
დამხმარე
შეიარაღება
7.62 მმ Rheinmetall MG3 ტყვიამფრქვევი
5,000 გასროლა
ძრავა MTU MB 833 Ea-500 დიზელის ძრავი
441 kW
ძალის და წონის ფარდობა 21.1 kW/t
ტრანსმისია RENK HSWL 194
დაკიდება Torsion bar
კლირენსი 0.45 მ
საწვავის მოცულობა 652 ლ
მოქმედების
დიაპაზონი
520 კმ
მაქსიმალური სიჩქარე 75 კმ/სთ Marder 1A2
65 კმ/სთ Marder 1A3

თავდაპირველ ვარიანტებს გააჩნდა სრულად დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევის მოდული უკანა ნაწილზე და საცეცხლე ჭრილები ორივე მხარეს ქვეითებისთვის, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული და სხვა რამდენიმე თვისება თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანების სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა. ტყვიამფრქვევი შეწყვილებული სახის გახდა, ხოლო საცეცხლე ჭრილები ჩაიკეტა და შეიჯავშნა. ზოგადად, იგი მარტივი მოხმარების, კონვენციური მანქანაა ერთი ფართო, უკანა შესასვლელით და სამი ზედა ლუქით, რომლებიდანაც ეკიპაჟს ცეცხლის წარმოება შეუძლია.

1970 წელს დასავლეთ გერმანიის არმიამ დაახლოებით 2 100 ერთეული „მარდერი“ მიიღო, თუმცა, იმ დროისათვის მათი ექსპორტი არ მომხდარა. როცა დასავლეთ გერმანიის არმიამ ძველი მანქანების ჩამოწერა დაიწყო, 200 ერთეულის შეძენის სურვილი ჩილეს მთავრობამ გამოთქვა, ხოლო 450 ერთეულის შეძენას განიხილავდა საბერძნეთი. არგენტინა შედარებით მარტივ, ადგილობრივი წარმოების ვარიანტს იყენებს, VCTP მარკით და შეიარაღებაში იმავე პლატფორმაზე აწყობილი რამდენიმე სხვა მანქანაც ჰყავს.

Marder 1-ის შემცვლელად 1990-იან წლებში Marder 2 განიხილებოდა, თუმცა, პროექტი ჩაიშალა და სანაცვლოდ, 2015 წელს შეიარაღებაში ახალი საბრძოლო მანქანა, Puma მიიღეს. Marder-ის Puma-თი ჩანაცვლების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.