მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა
(გადამისამართდა გვერდიდან MSK-64)
მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა (MSK-64) — მიწისძვრის ინტენსიურობის 12 ბალიანი სკალა. პირველად შემოგვთავაზეს სერგეი მედვედევმა (სსრკ), ვილჰელმ შპონჰოიერმა (გდრ) და ვიტ კარნიკმა (ჩეხოსლოვაკია) 1964 წელს. ფართოდ გავრცელდა ევროპასა და სსრკ-ში. 1996 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია უფრო თანამედროვე ევროპის მაკროსეისმური სკალა (EMS).
I. შეუმჩნეველი | არ იგრძნობა. რეგისტრირდება მხოლოდ სეისმოგრაფების მეშვეობით. |
---|---|
II. ძალიან სუსტი | რეგისტრირდება სეისმოგრაფების მეშვეობით. ბიძგებს გრძნობენ მხოლოდ ცალკეული პირები. |
III. სუსტი | შეიმჩნევა მხოლოდ ზოგიერთი შენობის შიგნით. |
IV. ზომიერი | შეიმჩნევა მხოლოდ საგნების სუსტი რყევის შედეგად. |
V. საკმაოდ ძლიერი | ბიძგებს ღია ცის ქვეშ ბევრი გრძნობს, შენობის შიგნით — ყველა. |
VI. ძლიერი | ბიძგებს ყველა გრძნობს. შიშის გამო მრავალი ადამიანი შენობიდან გარეთ გამოდის. |
VII. მეტად ძლიერი | ქვისგან ნაგები შენობების დაზიანება. |
VIII. დამანგრეველი | ნაპრალები ციცაბო ფერდობებზე და ნოტიო ნიადაგზე. |
IX. გამაჩანაგებელი | ქვისგან ნაგები შენობების ძლიერი დაზიანება და ნგრევა. |
X. გამანადგურებელი | ნიადაგში ჩნდება დიდი ზომის ნაპრალები. |
XI. კატასტროფული | მიწის ზედაპირულ ფენებში ჩნდება ფართო ნაპრალები. |
XII. ძლიერ კატასტროფული | ნიადაგის სტრუქტურის ცვლილება დიდ ზომებს აღწევს. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა (რუსული)
- მედვედევი-შპონჰოიერი-კარნიკის სკალა დაარქივებული 2014-10-28 საიტზე Wayback Machine. (რუსული)