MMX (The Social Song)
„MMX (The Social Song)“ — ჯგუფ ენიგმას სიმღერა და სინგლი, რომელიც გამოიცა 2010 წლის 15 დეკემბერს, მუსიკალური პროექტის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
„MMX (The Social Song)“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი – ენიგმას | ||||
გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 2010 | |||
ჩაიწერა | 2010 | |||
ჟანრი | მსოფლიო მუსიკა, ნიუ-ეიჯი, დაუნტემპო, ჩილაუტი | |||
ხანგრძლივობა | 4:14 | |||
ლეიბლი | Virgin, EMI | |||
პროდიუსერი | მიშელ კრეტუ | |||
ენიგმას – სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
2010 წლის ოქტომბერში ენიგმას პროდიუსერმა მიშელ კრეტუმ გულშემატკივრებს შესთავაზა ვოკალური ნაწილების ჩაწერა. შემდგომში იგი აპირებდა მათგან ერთ-ერთის არჩევას.
ლატვიელი ფოქს ლიმაშის „Fei Mea“-მ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო და იქცა მომავალი სიმღერის მისამღერად. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ჯ. სპრინგი (ესპანეთი), მარკ ჯოშერი (ბრაზილია) და რასა სერა (ლიტვა). ისინი აგრეთვე მითითებულები არიან, როგორც კომპოზიციის მუსიკის და ტექსტის ავტორები[1]. ენიგმას მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, შეერჩიათ თანმხლები ინსტრუმენტი, ისევე, როგორც გარეკანი, რომელიც ლარს დერვალდმა შეიმუშავა. სიმღერის ოფიციალური ვიდეო გადაიღო არისტიდეს მორენომ. ვიდეო განთავსდა YouTube-ზე და ენიგმას Facebook-გვერდზე, 2011 წლის 17 მარტს.[2] მორენომ აგრეთვე გადაიღო სიუჟეტი ამ ვიდეოს შექმნაზე[3]
"MMX" არის ენიგმას პირველი სიმღერა, ჩაწერილი მიშელის მიერ მობილურ სტუდიაში Merlin,[4] ისევე, როგორც პირველი, ჩაწერილი ინტერნეტისთვის.[3]
სქოლიორედაქტირება
- ↑ http://www.discogs.com.
- ↑ http://www.facebook.com/enigma.
- ↑ 3.0 3.1 Enigma Social Song. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 2016-05-21.
- ↑ http://www.enigmasocialsong.com