Litecoin
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Litecoin}} |
Litecoin (სიმბოლო: Ł) — Bitcoin-ის ფორკი, პირინგული ელექტრონული საგადახდო სისტემა, რომელიც იყენებს ამავე სახელწოდების კრიპტოვალუტას. სისტემის ფუნქციონირებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება კრიპტოგრაფიული მეთოდები.[1][2]
Litecoin შეიძლება გამოყენებულ იქნას გაცვლით პუნქტებში Bitcoin-ზე ან საყოველთაოდ მიღებულ ფულზე გადასახურდავებლად, და აგრეთვე საქონლისა ან მომსახურების ელექტრონული გადახდისათვის გამყიდველებისათვის, რომლებიც მზად არიან მიიღონ ის.
სხვაობა ბიტკოინებსა და ლაითკოინებს შორის
რედაქტირებაLitecoin არის Namecoin-ის შემდეგ Bitcoinის მეორე ფორკი და გააჩნია მისგან მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავება:
ბიტკოინის ბლოკჩეინში ახალი ბლოკი ჩნდება ყოველ 10 წუთში ერთხელ, ხოლო ლაითკოინის ქსელში ეს პროცესი იკავებს მხოლოდ 2,5 წუთს. ამიტომ ტრანზაქციები litecoin-ის ქსელში ტარდება 4-ჯერ უფრო სწრაფად და მათი ღირებულება ბიტკოინზე 3,5-ჯერ უფრო დაბალია ბიტკოინთან შედარებით.
ლაითკოინების მაინინგი შეჩერდება, როდესაც მოპოვებული მონეტების საერთო რაოდენობა მიაღწევს 84 მილიონს. ბიტკოინების ზღვრული რიცხვი 4-ჯერ უფრო დაბალია – 21 მილიონი.[3]
თუ ბიტკოინი მუშაობს SHA-256-ზე, ლაითკოინი იყენებს FreeBS-ს უსაფრთხოების ოფიცრის კოლინ პერსივალის მიერ შემუშავებულ scrypt. ფუნქცია scrypt ამარტივებს მაინინგს.[4][5]
ისტორია
რედაქტირებაLitecoin გამოქვეყნებულ იქნა GitHub-ზე ღია საწყისი კოდის მქონე კლიენტის მეშვეობით 2015 წლის 13 ოქტომბერს.
2013 წლის ნოემბერში Litecoin-მ მიაღწია 1 მილიარდი სოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაციას.[6]
2014 წლის დასაწყისში Litecoin-ს დამპროექტებლების გუნდმა გამოაქვეყნა Android-აპლიკაციის ალფა-ვერსია. 2017 წლის მაისში Litecoin-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში აქტივირებულ იქნა SegWit მხარდაჭერა.[7]
2017 წლის სექტემბერში ჩატარდა პირველი ატომური ტრანზაქციები. 4 დღეში გატარდა ტრანზაქციები Litecoin-ს და Decred-ს, Litecoin-ს და Vertcoin-ს, Litecoin-ს და Bitcoin-ს შორის.[8]
2021 წლის აგვისტოში Litecoin-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 12,2 მილიარდ დოლარს.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bitcoin P2P e-cash paper. metzdowd.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ CFTC Statement on Self-Certification of Bitcoin Products by CME, CFE and Cantor Exchange. cftc.gov. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Bitcoin vs Litecoin Guide. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Stronger key derivation via sequential memory-hard functions. tarsnap.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Litecoin Miner Status. andykellett.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Crypto-Currency Bubble Continues: Litecoin Surpasses Billion Dollar Market Capitalization. forbes.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Litecoin Successfully Activates SegWit. coindesk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-16. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ What is Atomic Cross-Chain Swap? How it works?. steemit.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.
- ↑ Litecoin price. coinmarketcap.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 6 სექტემბერი.