lighttpd
lighttpd — ვებ სერვერი რომელიც გამოირჩევა თავისი პატარა ზომით და სისწრაფით. პროექტი წამოწყებული იქნა გერმანელი პროგრამისტის, ჯან კნეშკეს მიერ, c10k პრობლების (ანუ ვებ სერვერი როგორ აუვიდეს პარალელურად 10000 კავშირის დამყარებას) [1] გადასაწყვეტად. მან გარკვეული პოპულარობა მოიპოვა [2]. მისი დამახასიათებელი მონაცემებია მეხსიერების (სხვა ვებ სერვერებტან შედარებით) და პროცესორის მსუბუქად გამოყენება და სისწრაფე. იგი არსებობს იუნიქსისთვის (მათ შორის ლინუქსი) და აგრეთვე ვინდოუსისთვის (Cygwin-ის მეშვეობით).
ავტორი | ჯან კნეშკე |
---|---|
პირველი გამოქვეყნების თარიღი | 03/2003 |
ბოლო სტაბილური ვერსია | 1.4.29 |
მიმდინარე ვერსია | 1.5.0 |
პროგრამირების ენა | C |
ოპერაციული სისტემები | მრავალპლატფორმული |
ტიპი | ვებ სერვერი |
ენა | ინგლისური ენა |
ლიცენზია | BSD ლიცენზია |
საიტი | http://www.lighttpd.net |
შესაძლებლობები
რედაქტირება- ქსელური დატვირთვის სწონასწორობა, FastCGI, SCGI და HTTP პროქსის მხარდაჭერა
- chroot-ის მხარდაჭერა
- select()-/poll()-/epoll() ფუნქციების გამოყენება
- მოვლენების აღქვა გაძლიერებული მეთოდებით როგორიცაა kqueue და epoll
- URL-ის პირობითი შეცვლა (mod rewrite)
- SSL-ის და TLS-ის მხარდაჭერა, OpenSSL-ის მეშვეობით
- LDAP სერვერთან აუთენთირობა
- RRDtool სტატისტიკა
- პირობებზე დამოკიდებული ფაილების გადმოქაჩვა
- Server Side Includes-ის მხარდაჭერა (გაფუჭებული [3])
- ვირტუალური hosting-ი
- მოდულები
- Cache Meta Language (რომელსაც ცვლის mod magnet-ი) ლუა პროგრამირების ენის მეშვეობით
- მინიმალური WebDAV-ის მხარდაჭერა
- Servlet (AJP) მხარდაჭერა (1.5.x და შემდგომ ვერსიებში)
- HTTP-ს შეკუმშვა mod_compress და ახალი mod_deflate-ის მეშვეობით (1.5.x და შემდგომ ვერსიებში)
- სიმსუბუქე (1 მეგაბაიტზე ნაკლები)
- მხოლოდ ერთი პროცესუსი რამდენიმე სრედით. კავშირის დამყარების დროს ახალი პროცესუსი ან სრედი არ არის შექმნილი.
პროგრამორების ინტერფეისების მხარდაჭერა
რედაქტირებაlighttpd-ს შეუძლია FastCGI, SCGI და CGI-ის მეშვეობით გამოიყენოს სხვადასხვა პროგრამირების ენებში დაწერილი ვებ პროგრამები. PHP-ს მისი პოპულარობის გამო მიეცა ყურადღება, FastCGI-ს კონფიგურირება შეიძლება PHP-ს ოპკოდების ქეშის მხარდაჭერით (როგორც APC), რასაც შედეგად მოაქვს სისწრაფე. მას არა აქვს ISAPI-ს მხარდაჭერა.
ცნობილი მომხმარე საიტები
რედაქტირებაცნობილი საიტები რომლებიც იყენებენ lighttpd-ს არიან:
2009 წლის ივნისის Netcraft "Web Server Survey"-ის (რომელიც ადგენს გამოყენებული ვებ სერვერების რაოდენობას) მიხედვით lighttpd-ს უკავია მეექვსე ადგილი [8].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Project Web site
- (ინგლისური) #lighttpd on freenode
- (ინგლისური) Lighty2Go დაარქივებული 2017-09-26 საიტზე Wayback Machine. Portable LiMP Project
- (ინგლისური) Complete guide to setup your server with Lighttpd, PHP5, MySQL, e-mail, firewall etc. დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Older Lighttpd for Windows builds
- (ინგლისური) WLMP Project - actual lighttpd builds for Windows დაარქივებული 2009-05-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.lighttpd.net/story
- ↑ http://trac.lighttpd.net/trac/wiki/PoweredByLighttpd
- ↑ http://redmine.lighttpd.net/issues/show/1101
- ↑ http://lists.wikimedia.org/pipermail/wikitech-l/2008-August/039208.html
- ↑ http://lists.wikimedia.org/pipermail/wikitech-l/2008-August/039211.html
- ↑ http://lists.wikimedia.org/pipermail/wikitech-l/2008-August/039212.html
- ↑ 7.0 7.1 http://www.lighttpd.net/2007/4/4/powered-by-lighttpd
- ↑ http://news.netcraft.com/archives/2009/06/17/june_2009_web_server_survey.html