Light Years (Jamiroquai-ს სიმღერა)

Light Years“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა. გამოვიდა 1995 წელს, როგორც მეოთხე სინგლი ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომიდან The Return of the Space Cowboy. ბრიტანულ ჩარტში მან #36 პოზიცია დაიკავა, შეზღუდული პრომოკამპანიის გამო.

„Light Years“
სინგლიJamiroquai
ალბომიდან The Return of the Space Cowboy
B-მხარე „We Gettin' Down“
გამოსვლის თარიღი
ჩაიწერა 1994
ჟანრი
ხანგრძლივობა 5:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Sony
ავტორ(ებ)ი ჯეი კეი, ტობი სმითი
პროდიუსერი რიკ პოუპი
Jamiroquai — სინგლების ქრონოლოგია
„Half the Man“
(1994)
Light Years
(00000000)
„Stillness in Time“
(1995)

აშშ-ში სიმღერა Hot Dance Club Play-ს ჩარტში #6 პოზიციამდე ავიდა. წარმატებას ხელი შეუწყო პროდიუსერ დევიდ მორალესის მიერ მომზადებულმა რემიქსებმა, რომლებიც სინგლის აშშ გამოცემაშია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ ვარიანტში მორალესის რემიქსები ოფიციალურად არ გამოსულა, შემოკლებული „True Power Mix“ შეტანილია ადგილობრივ მინი 3" CD-ზე, რომელიც იყიდებოდა მხოლოდ Coca-Cola-ს ევრო'96-ის პრომოკამპანიის ფარგლებში[1]. ამერიკულ სინგლში აგრეთვე შესულია „Light Years“-ის საკონცერტო ვერსია.

არსებობს სიმღერის ორი ვარიანტი. პირველის ხანგრძლივობაა 3:59, ხოლო მეორეს - 5:53.

სიმღერის ოფიციალურ ვიდეოში ჯგუფი სანქტ-ანტონ-ამ-არლბერგში, თოვლში, სნოუბორდინგით არის დაკავებული.

სიმღერების სია

რედაქტირება
  • ბრიტანული CD სინგლი[2]
  1. Light Years (შემოკლებული) – 3:59
  2. Scam (საკონცერტო) – 5:13
  3. Journey To Arnhemland (საკონცერტო) – 5:39
  4. We Gettin' Down (საკონცერტო) – 9:31
  • ბრიტანული 12" გრამფირფიტა / იაპონური CD სინგლი[2]
  1. Light Years (შემოკლებული) – 3:59
  2. Journey To Arnhemland (საკონცერტო) – 5:39
  3. Light Years (საკონცერტო) - 4:59
  • ამერიკული CD სინგლი[2]
  1. Light Years (ალბომის ვერსია) - 5:53
  2. Light Years (4 To Da Floor Mix) - 5:20
  3. Light Years (True Power Mix) - 7:50
  4. Light Years (Way Gone Mix) - 7:30
  5. Half The Man (ალბომის ვერსია) - 4:48

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება