Lavender (Marillion-ის სიმღერა)

Lavender“ — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სინგლი ალბომიდან Misplaced Childhood.

„Lavender“
სინგლიMarillion
ალბომიდან Misplaced Childhood
B-მხარე Freaks
გამოსვლის თარიღი 1985
ჟანრი პროგრესული როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
„Kayleigh“
(1985)
Lavender
(1985)
„Heart Of Lothian“
(1985)

ეს იყო სინგლის Kayleigh შემდეგ რიგით მეორე წარმატება, რომელმაც სიმღერა მოახვედრა ბრიტანული სინგლების საუკეთესო ხუთეულში - აღლუმში იგი 9 კვირის მანძილზე მეხუთე ადგილს იკავებდა.[1] ამ სინგლების შემდეგ ჯგუფის არც ერთი სიმღერა არ მოხვედრილა საუკეთესო ხუთეულში.

სიმღერაში გამოიყენება ხალხური სიმღერის Lavender Blue ტექსტის ნაწყვეტები. საგულისხმოა, რომ სინგლის ვერსია, განსხვავებით ალბომისგან, უფრო ვრცელია. ამ ვარიანტისათვის სპეციალურად იქირავეს სტუდია, რაშიც 20.000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. თავდაპირველად მუსიკოსები მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, თუმცა, ალბომის ჩაწერასთან ერთად, ყველა მიხვდა, რომ ის ახალი დისკის ნამდვილ მშვენებად იქცევა.

სინგლის მეორე მხარეს წარმოდგენილია ახალი სიმღერა Freaks. საგულისხმოა, რომ არც ერთ წევრს იგი არ მოსწონდა. მარკ კელი მას ნორმალური b-გვერდის ფარგლებში განიხილავდა, მაგრამ მეტ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ფიში, მისი თქმით, ასე არ თვლიდა, ვინაიდან სიმღერას შესანიშნავი ტექსტი აქვს.

სიმღერების სია რედაქტირება

7" ვერსია რედაქტირება

  1. Lavender - 3:40
  2. Freaks - 4:10

12" ვერსია რედაქტირება

  1. Lavender Blue - 4:20
  2. Freaks - 4:10
  3. Lavender - 3:40

კომპაქტ-დისკი რედაქტირება

  1. Lavender - 3:44
  2. Freaks - 4:07
  3. Lavender Blue - 4:21

სქოლიო რედაქტირება

  1. David Roberts British Hit Singles and Albums, Guinness World Records Limited