Lady Nina“ — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის 1986 წლის სიმღერა და სინგლი[1]. შეტანილია ალბომში Brief Encounter (1986).

„Lady Nina“
სინგლიMarillion
B-მხარე Heart of Lothian (ვრცელი ვერსია)
გამოსვლის თარიღი აპრილი 1986, მხოლოდ აშშ
ჟანრი პროგრესული როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
„Heart Of Lothian“
(1985)
Lady Nina
(1986)
„Incommunicado“
(1987)

ეს სიმღერა სრულიად შემთხვევით იქნა დაწერილი. ერთ-ერთ საღამოს იენ მოსლიმ, რომელიც ერთ-ერთ ბერლინურ კლუბში ადგილობრივი ჯგუფის წევრებთან დათვრა, გადაწყვიტა ძილის წინ სტუდიაში შესვლა და ახალი დრამ-მანქანის შესაძლებლობები მოესინჯა. ამ ექსპერიმენტების შედეგად შეიქმნა სიმღერის მთავარი რითმი. ჯგუფს ამ პერიოდში ესაჭიროებოდა ახალი სინგლის b-გვერდი, ასე რომ გადაწყდა, რომ ის ჩაიწერება სინთპოპის სტილში. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ჯგუფისათვის დამახასიათებელ სტილში არ იქნა შექმნილი (იენმა სინამდვილეში მისი ჩაწერის დროს არც ერთ ინსტრუმენტზე არ დაუკრა), იგი მაინც შეიტანეს სინგლში და დაივიწყეს.

მოულოდნელად კოლექტივს დაუკავშირდა ლეიბლი Capitol Records (რომელიც მას ამერიკაში წარადგენდა) და განაცხადა, რომ სიმღერის მოსმენის შემდეგ იგი ბოლომდე შეუყვარდათ. მათი თქმით, შესაძლო იყო ამ ნომრით შტატებში გარღვევის მოხდენა. ლეიბლს სურდა, რომ ის შესულიყო ალბომის Misplaced Childhood აშშ გამოცემაში, დამატებითი სიმღერის სახით. რა თქმა უნდა, ჯგუფმა უარი თქვა ალბომის კონცეფციის ასეთი სახით დარღვევაზე. პასუხად ამერიკულ სინგლზე გამოვიდა Heart Of Lothian, მაგრამ კვლავ ითხოვდა, რომ Lady Nina გამოეცათ ცალკე სინგლზე.

კომპრომისი მოიძებნა 1986 წელს. მარტში Marillion აშშ-ში მოგზაურობდა საკონცერტო ტურით და აუცილებელი იყო Kayleigh-ს წარმატების გამეორება. ამიტომ გამოიცა მინი-ალბომი Brief Encounter. სწორედ მასში იქნა შეტანილი Lady Nina. ჯგუფი ასე დათანხმდა სინგლის მხოლოდ შტატებში გაყიდვაზე და კლიპიც კი გადაიღო, მაგრამ კომპოზიციას საკუთარ კონცერტებზე არ ასრულებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ლეიბლის მენეჯერების გათვლა არასწორი აღმოჩნდა და სინგლი ბილბორდის 100-ეულში მხოლოდ ორი კვირით დარჩა.

ევროპაში კომპოზიცია მხოლოდ სინგლზე Kayleigh გამოვიდა, მაგრამ 1988 წელს შეტანილი იქნა კრებულში B'Sides Themselves.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Lady Nina - 3:44
  2. Heart Of Lothian (ვრცელი ვერსია) - 3:39
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lady_Nina&oldid=4727028“-დან