ფავორიტი ქალი

(გადამისამართდა გვერდიდან La favorite)

ფავორიტი ქალი (იტალ. La favorite) — გაეტანო დონიცეტის ოპერა. მისი პრემიერა გაიმართა 1840 წელს. ეს არის ოპერა 4 მოქმედებად. მისი ლიბრეტოს ავტორები არიან ა.როიე და ჟ.ვაზა.

სცენა ოპერიდან — როზინ შტოლცი (ლეონორ დე გუზმანი) და ჟილბერტ დუპრე (ფერნანდო), მოქმედება 4)
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება კასტილიაში (ესპანეთი) 1340 წელს.

მოქმედება I

რედაქტირება

წმინდა იაკოვის მონასტრის გალერეა. ბერები ადიდებენ თავიანთ წინამძღვარს, ბალტაზარს. ის ურჩევს თავის შვილს, ფერნანდოს, რომელიც მონასტერში გაიზარდა, ბერად აღკვეცას. ფერნანდო ამბობს, რომ ერთი ლამაზი ქალის სიყვარული მონასტრისგან აშორებს მას. მამა აფრთხილებს მას ცხოვრებისეული სირთულეების ღელვას და ურჩევს, ნებისმიერ დროს თავი შეაფაროს წმინდა იაკოვის მონასტერს. ფერნანდო მიდის.

მე-2 სურათი: ბაღი, მრავალრიცხოვანი გოგოები ადიდებენ ესპანეთის მეფე ალფონსო XI-ის ფავორიტ ქალს, ლეონორა დი გუსმანს. ინესა, ლეონორას მეგობარი, გოგოების ყურადღებას იქცევს ნავისკენ, რომელშიც მოცურავს ფერნანდო, მას თვალები აქვს შეკრული ნაჭრით. ინესა უხსნის ფერნანდოს, რომ მისი შეყვარებული იძულებულია დამალოს თავისი ნამდვილი სახელი და წოდება. ლეონორასა და ფერნანდოს პაემანი. ლეონორა არწმუნებს თავის შეყვარებულს, რომ ის იძულებულია, დამალოს თავისი სახელი და წოდება, ის აძლევს მას საბუთს. ლეონორას მეფესთან იბარებენ. ამით ფერნანდო ხვდება, რომ ლეონორა დიდგვაროვანია. საბუთი აღმოჩნდება ფერნანდოს მხედართმთავრად დანიშვნის ბრძანება, მიამიტი ფერნანდო თავს ეფიცება, რომ როცა იგი მიაღწევს დიდებას ბრძოლაში, ის საიდუმლო ქალბატონის ღირსი გახდება.

მოქმედება II

რედაქტირება

ალკასარის ბაღებში, მეფის ოფიცერი გასპარი ულოცავს ალფონსოს მავრიტანიის ჯარის დამარცხებას. მეფე ამბობს, რომ გამარჯვების დიდება ეკუთვნის ღირსეულ ფერნანდოს. ალფონსო იგებს, რომ მეფის კარზე ჩამოვიდა ბალტაზარი, დედოფალის მამა, რომლის დამცირებაც უნდა მეფეს განყრით. ალფონსო ოცნებობს ულამაზეს ფავორიტ ქალზე, ლეონორაზე, რომელსაც ეუბნება, რომ მის გამო დაშორდება დედოფალს და მას აიყვანს სამეფო ტახტზე. გასპარი აფრთხილებს ალფონსოს, რომ ლეონორა მას ღალატობს, და ანახებს მას უცნობი მამაკაცის მიერ ლეონორასთვის გაგზავნილ წერილს. ლეონორა არ ეუბნება მეფეს მეტოქის სახელს და ალფონსო ემუქრება მას წამებით. გამოჩნდება ბალტაზარი ბერებთან ერთად და პერგამენტით ხელში. იგი ემუქრება მეფეს და ლეონორას რომის პაპის სახელით ეკლესიისგან განდევნით თუ ისინი არ დაშორდებიან.

მოქმედება III

რედაქტირება

სასახლის დარბაზი, ფერნანდო თხოვს მეფეს ხელს ლამაზი ქალბატონისა, რომლის სახელიც მან არ იცის. მეფე სიტყვას აძლევს, მაგრამ აღელვდება, როცა შეიტყობს, რომ ეს ქალბატონი ლეონორაა. ალფონსო აერთებს საყვარლების ხელებს და პირდება ლეონორას სამაგიეროს ღალატისთვის. ლეონორა შეშინებულია. მას ცუდი წინათგრძნობა აქვს და თხოვს ინესას, რომ მან გაუმხილოს ფერნანდოს სიმართლე, რაც იქნება იქნება, და მიდის. ინესა ვერ ასწრებს ფერნანდოს გაფრთხილებას მას გასპარი ატყვევებს ალფონსოს ბრძანებით ლეონორასა და ფერნანდოს თანადგომისთვის. დიდგვაროვნების სრული ყრილობის დროს ალფონსო ანიჭებს ფერნანდოს ზამორის თავადის და მონრეალის მარკიზის წოდებას. ფერნანდო და ლეონორა ქორწინდებიან, ამ დროს თავადები დასთქვამენ, რომ ფერნანდოს მოეპყრობიან როგორც ადამიანს, რომელმაც შემთხვევით მიიღო ეს წოდებები, ახალდაქორწინებულები ბრუნდებიან, თავადები შეურაცხყოფას აყენებენ ფერნანდოს, მას უღირსს უწოდებენ, ფერნანდო პირველად ბალტაზარისგან იგებს, რომ ლეონორა მეფის ყოფილი საყვარელია. ფერნანდო თავშესაფარს მონასტერში ეძებს, ბალტაზარს მიჰყავს ის.

მოქმედება IV

რედაქტირება

წმინდა იაკოვის ეკლესიასთან ბერები თხრიან საფლავს დედოფლისთვის, ფერნანდოს დისთვის, რომელმაც ვერ გადაიტანა დამცირება განყრისგან. ბალტაზარი აფიცებს ფერნანდოს, რომ მან შური უნდა იძიოს. მამაკაცის ტანსაცმელში ჩნდება ლეონორა, რომელიც ცდილობს მიტევება მოიპოვოს ფერნანდოს ფეხებთან. მონასტრიდან ისმის დედოფლის სიკვდილში დამნაშავის წყევლა. ფერნანდო იგებს ლეონორასგან, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევის გამო ვერ გაიგო სიმართლე ინესასგან ლეონორას შესახებ. ლეონორა კვდება ღელვისგან მეუღლის მკვლავებში. ფერნანდო უცხადებს ბერებს, რომ ისიც მოკვდება ხვალ განცდებისგან.

მოქმედი გმირები

რედაქტირება
  • ალფონსო, კასტილიის მეფე — ბარიტონი
  • ლეონორა დი გუსმანი, მეფის ფავორიტი ქალი-მეცო-სოპრანო
  • ინესა, მისი მეგობარი — სოპრანო
  • დონ გასპარი, ოფიცერი — ტენორი
  • ბალტაზარი, მონასტერის წინამძღვარი — ბანი
  • ფერნანდო, მისი შვილი — ტენორი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება