Kia Motors Slovakia
Kia Motors Slovakia — კორეული საავტომობილო კომპანია Kia Motors-ის ქარხანა, რომელიც მდებარეობს სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში. ქარხნის მშენებლობა 2004 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2005 წლის დეკემბერში დასრულდა. 2006 წლის ივნისში ქარხანამ საცდელ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება. პირველი ავტომობილის აწყობა 2006 წლის 7 დეკემბერს დასრულდა[1].
საწარმო ამჟამად შემდეგი მოდელის ავტომობილებს უშვებს[2]:
- Kia cee’d (ხუთკარიანი) 2006 წლის დეკემბრიდან
- Kia Sportage 2007 წლის ივნისიდან
- Kia cee’d_sw (უნივერსალი) 2007 წლის ივლისიდან
- Kia pro_cee’d (სამკარიანი) 2007 წლის ოქტომბრიდან
- Hyundai ix35 (ხუთკარიანი უნივერსალი) 2010 წლის იანვრიდან[3]
ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 300 000 ავტომობილს უდრის. 2008 წელს Kia Motors Slovakia-მ 201 507 ავტომობილი გამოუშვა, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე 38%-ით მეტი იყო. 2006-2008 წლებში ქარხანამ სულ 360 623 ავტომობილი გამოუშვა. Kia Motors Slovakia ძრავების ერთადერთი მწარმოებელია სლოვაკეთში. ქარხანაში ოთხი ტიპის ძრავები იწარმოება: ბენზინის ძრავა (1,4 ლ და 1,6 ლ) და დიზელის ძრავა (1,6 ლ და 2,0 ლ). 2008 წელს ძრავების წარმოების მაჩვენებელმა 176 126 ერთეული შეადგინა, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე 54%-ით მეტი იყო. 2008 წლის მდგომარეობით საწარმოში დასაქმებული იყო 2 700 ადამიანი. Kia Motors Slovakia-ს შემოსავალმა 2008 წელს 1 504,6 მილიონი სლოვაკური კრონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 69%-ით მეტი იყო[2].
2009 წლის ბოლოსათვის ქარხანამ მე-500 000 ავტომობილი გამოუშვა. ეს ავტომობილი Kia cee’d_sw აღმოჩნდა, რომელიც თეთრი ფერისაა და აღჭურვილია დიზელის ძრავითა და მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით. ის ქალაქ მარტინში მდებარე ტრანსპლანტოლოგიის ცენტრს გადაეცა. 2010 წლის 15 იანვარს დაიწყო ავტომანქანა Hyundai ix35-ის წარმოება, რომელიც Kia Motors Slovakia-ს მიერ წარმოებული მესამე მოდელი გახდა[3].
2009 წელს Kia Motors Slovakia-მ 150 000-ზე მეტი ავტომობილი გამოუშვა. ქარხნის პროდუქციის 38%-ზე მეტს Kia cee’d-ის ხუთკარიანი ვერსია წარმოადგენს. 2009 წელს საწარმოში გამოშვებული ავტომობილების 21% რუსეთში გავიდა ექსპორტზე. 2009 წელს Kia Motors Slovakia-მ 243 000-ზე მეტი ძრავა გამოუშვა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 37%-ით მეტი იყო. წარმოებული ძრავების რაოდენობის ზრდა ასევე განაპირობა სამ სმენაში მუშაობის რეჟიმმა, რომელიც პროდუქციის ნოშოვიცეში მდებარე ჩეხური ქარხნის Hyundai Motor Manufacturing Czech-ისთვის მიწოდებით იყო გამოწვეული. ადრე წარმოებული ძრავების გარდა დაიწყო ახალი 1,4 ლიტრიანი დიზელის ძრავების წარმოებაც[3].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინეტრნეტში
რედაქტირება- Kia Motors-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.
- Kia Motors Slovakia-ს საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ First Kia cee’d cars roll off Slovakia production line (07.12.2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
- ↑ 2.0 2.1 2008 Annual report Kia Motors Slovakia, s.r.o. (pdf). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Kia Motors Slovakia produced more than 500,000 vehicles and launches the volume production of a new model Hyundai ix35 (15.01.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2010-02-25.