Into the West“ — ფრენ უოლშის, ჰოვარდ შორისა[1] და ენი ლენოქსის მიერ დაწერილი სიმღერა ფილმისათვის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“.

„Into the West“
სინგლიენი ლენოქსი
ალბომიდან მეფის დაბრუნება (მუსიკა ფილმიდან)
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 2003
ჩაიწერა ახალი ზელანდია
ჟანრი ორკესტრული მუსიკა
ხანგრძლივობა 5:38
ხმისჩამწერი ლეიბლი Reprise Records
ავტორ(ებ)ი ენი ლენოქსი
ფრენ უოლში
ჰოვარდ შორი
ენი ლენოქსი — სინგლების ქრონოლოგია
„Pavement Cracks“
(2003)
Into the West
(2003)
„A Thousand Beautiful Things“
(2004)

სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, ეს არის გალადრიელის გალობა მათთვის, ვინც მიემგზავრება ზღვის მიღმა. სიმღერის რამდენიმე სტრიქონი აღებულია წიგნის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ ბოლო თავიდან.

კომენტარებსა და დოკუმენტურ ფილმში, რომელიც შეტანილია ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ გახანგრძლივებულ DVD გამოცემაში რეჟისორი პიტერ ჯექსონი ამბობს, რომ სიმღერის შთაგონებად იქცა კიბოს დაავადებით გარდაცვლილი ახალი ზელანდიელი რეჟისორი კემერონ დანკანი. სიმღერის პრემიერა გაიმართა დანკანის დასაფლავებაზე.[2]

ოსკარის 76-ე დაჯილდოებაზე სიმღერამ გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სიმღერა.

სიმღერა გამოიცა აშშ და ევროპაში სარეკლამო სინგლის სახით. მასში აგრეთვე შეტანილია ამავე სიმღერის აკუსტიკური, შემოკლებული და ალბომის ვერსიები.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Into the West“ (ალბომის ვერსია)4:35
2.„Into the West“ (რადიოს ვერსია)3:59
3.„Into the West“ (აკუსტიკური შემოკლებული ვარიანტი)4:05
4.„Into the West“ (აკუსტიკური ვერსია)4:39
5.„Into the West“ (ორკესტრული დაბოლოების გარეშე)4:34
6.„Into the West“ (ფილმის ვერსია ორკესტრული დაბოლოებით)5:48

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 137. ISBN 1-904994-10-5. 
  2. Peter Jackson, Fran Walsh and Philippa Boyens. (2004). Director/Writers' Special Extended Edition commentary. [DVD]. New Line Cinema.