Ikarus-55
იკარუს-55 — უნგრული საერთოშორისო ავტობუსი, რომელიც გამოდიოდა 1953 წლიდან 1972 წლამდე. 1962 წლიდან 1972 წლამდე გამოდიოდა მოდიფიკაცია ლიუკსი, რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის მიეწოდებოდა. 1980 წლამდე გამოდიოდა საერთოშორისო ხაზებზე და ასევე გამოდიოდა სამოქალაქო ვარიანტები იკარუს-66, რომელიც უფრო ადრე გამოვიდა ვიდრე იკარუს-55, მაგრამ ის საბჭოთა კავშირს არ მიეწოდებოდა.
კონსტრუქცია
რედაქტირებაროგორც ყველა ძველ ავტობუსს, მისი ძრავა უკანა ნაწილში იყო, მგზავრებისთვის კი იყო 32 + 1 სავარძელი კონდუქტორისთვის და კიდევ ერთიც მძღოლისთვის.
უპირატესობები ლაზთან შედარებით
რედაქტირებალაზ-697 და იკარუსის ტევადობა ერთნაირი იყო, თუმცა იკარუსი ჯობდა მას კომფორტულობით. უპირატესობას ისიც აძლევდა, რომ მას ძრავა ჰქონდა უკან, რაც ამცირებდა გაზისაგან მოწამვლას. ეს ავტობუსი იყო ძალიან გამძლე მანქანა. მას შეეძლო დიდი მანძილის გავლა ისე, რომ არ შეეკეთებინათ.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირება- დასაჯდომი ადგილი: 32 (34)
- კარები: 1 + და ერთი მძღოლისთვის
- ძრავა: ჩეპელის დიზელის ძრავა
- ძრავის ადგილმდებარეობა: უკან
- ცხენის ძალა (ლიუქსის): 170 ცხძლ
- სულ შეუძლია იაროს: 160 კმ
- მთლიანი წონა: 12 225
- სიგრძე: 11 400 მმ
- მაქსიმალური სისწრაფე: 100 კმ/სთ