ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
„If I Were a Boy“ — BC Jean-ის და ტობი გედის სიმღერა[1], რომელიც ჯინმა პირველად 2008 წელს შეასრულა.[2] მან მსოფლიო წარმატება მოიპოვა მომღერალ ბიონსე ნოულსის მიერ ჩაწერილი ვერსიით, რომელიც შეტანილია მის მესამე სტუდიურ ალბომში I Am... Sasha Fierce (2008). ჯინის ჩაწერილი ვარიანტი, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის სირთულეებს ასახავს, ხმისჩამწერმა კომპანიამ არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჯინი უკმაყოფილო იყო ბიონსეს მიერ სიმღერის სინგლად გამოცემით, შემსრულებლები მოგვიანებით შეთანხმდნენ. Columbia Records-მა სინგლი აშშ-ის რადიოსადგურებისთვის გაავრცელა 2008 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო ძირითადი სინგლი იყო A-მხარე-ზე წარმოდგენილი „Single Ladies (Put a Ring on It)“. ეს ორი სიმღერა ასახავს განსხვავებას ბიონსეს და მისი სასცენო ალტერ-ეგოს, საშა ფირსს შორის. სიმღერის ესპანურენოვანი ვარიანტი, „Si Yo Fuera un Chico“, გამოიცა მექსიკასა და ესპანეთში.