ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


IPTV — ტელევიზია, რომელიც ტრადიციული საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ნაცვლად მომხმარებელს მიეწოდება კომპიუტერული ქსელებისთვის შექმნილი ტექნოლოგიით. ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ციფრული ტელევიზიის სიგნალი მიეწოდება მომხმარებელს IP ქსელით. IPTV სტანდარტით გადაიცემა ვიდეო ნაკადი, რომელიც კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ეს უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს ტრადიციული სატელევიზიო არხების მიღებას IP ქსელით.

IP-ტელევიზია ხშირად არის გაერთიანებული VOD-თან (Video on Demand), ასევე ინტერნეტთან და IP-ტელეფონიასთან. ამ სერვისების ერთობლიობას ეწოდება Triple Play, მობილური სერვისის დამატება ქმნის Quadruple Play. IP-ტელევიზია როგორც წესი მიეწოდება მომხმარებელს ოპერატორის მიერ, რომელიც ფლობს საკუთარ ქსელს. საკუთარი ქსელის გამოყენება არ არის ერთადერთი მეთოდი და შესაძლებელია ტელევიზიის მიწოდება საერთო სარგებლობის ქსელით, კედძოდ იტერნეტით, ამ მეთოდს უწოდებენ ინტერნეტ ტელევიზიას.

1994 წელს ABC World News Now იყო პირველი სატელევიზიო შოუ რომელიც გადაიცა ინტერნეტით. IP-ტელევიზია პრინციპში არ არის ახალი იდეა, მაგრამ წარსულის ნელი ქსელები არ იყო შესაფერისი ვიდეო ნაკადების გადაცემისთვის. მხოლოდ დღეს, ტექნოლოგიების განვითარებამ გახადა შესაძლებელი იაფი და ხარისხიანი IP-ტელევიზიის განვითარება.

ხელმისაწვდომობა

რედაქტირება

დღეს ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია 200 მილიონი ადამიანისათვის და სავარაუდოდ გაიზრდება 400 მილიონამდე 2010 წლისათვის.

სამაუწყებლო IP-ტელევიზიას აქვს ორი ძირითადი ფორმა ფასიანი და უფასო. დღეისათვის არსებობს რამდენიმე ათასი უფასო არხი, რომელიც გადაიცემა ინტერნეტით. ეს რიცხვი იზრდება მუდმივად. ამ არხების ყურებისთვის საჭიროა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტი რადგან IP-ტელევიზია იყენებს სტანდარტულ ქსელურ პროტოკოლებს ის არის უფრო იაფი, როგორც პროვაიდერებისათვის ასევე მომხმარებელთათვის, ვიდრე ტრადიციული საკაბელო ტელევიზია.

მუშაობის პრინციპები

რედაქტირება

4) IP-ტელევიზიის ცნება ფარავს როგორც ცოცხალ (სამაუწყებლო) ტელევიზიას, ასევე შენახული ფილმების და გადაცემების მიწოდებას (VOD). IP-ტელევიზიის საყურებლად საჭიროა კომპიუტერი ან რელევიზორთან მიერთებული ე.წ. Set Top Box. ვიდეო როგორც წესი შეკუმშულია MPEG2 ან MPEG4 ფორმატით და შემდეგ გადაცემული IP მაუწყებლობით მრავალი მომხმარებლისთვის, ან VOD შემთხვევეში უნიკალური ნაკადით ერთი აბონენტისათვის. IP მაუწყებლობა არის ტექნოლოგია, რომლითაც ინფორმაცია ერთდოულად ეგზავნება ბევრ კლიენტს.

Set Top Box იღებს პაკეტების ნაკადს DSL ხაზიდან და გარდაქმნის ტელევიზორისთვის მისაღებ სიგნალად. კომპიუტერს ასევე შეუძლია პაკეტების დეკოდირება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ტელევიზორისთვის ცალკე აპარატის გამოყენება უფრო მოსახერხებელია.

IP ტელევიზია იყენებს შეკუმშვის უკეთეს სტანდარტებს ვიდრე ტრადიციული ციფრული ტელევიზია. ამის გამო ნაკადის მოცულობა ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ მეტისმეტმა შეკუმშვამ შეიძლება მკვეთრად გააუარესოს ხარისხი ტრადიცულ ტელევიზიაში ყველა სიგნალი მუდმივად მიედინება მომხმარებლისაკენ, მას შეუძლია აირჩიოს ის არხი, რომლის ყურებაც სურს, მაგრამ ამ დროს არ წყდება სხვა არხების მიწოდება. IP ქსელი სხვანაირად მოქმედებს. ყველა სიგნალი რჩება ქსელში და მხოლოდ ის არხი, რომელსაც მომხმარებელი ირჩევს იგზავნება მისი სახლისკენ. ეს ათავისუფლებს სიხშირულ ზოლს.

დღეისათვის ADSL2 ტექნოლოგიის მაქსიმუმი არის 25 მგბტ/წმ სიჩქარე, ამიტომ ამ ტექნოლოგიით შეუძლებელია ერთდროულად რამდენიმე ასეული არხის მიღება როგორც ხდება საკაბელო ტელევიზიით სარგებლობის დროს. არხის გადართვისას არ ხდება მრავალი სიხშირიდან ერთის არჩევა. Set Top Box ცვლის არხებს IGMP (IP Group Membership Protocol) გამოყენებით. როდესაც პროვაიდერს მიუვა მოთხოვნა არხის შეცვლაზე ის შეამოწმებს არის თუ არა მომხმარებელი უფლებამოსილი მიიღოს მომსახურება და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაამატებს მას მიმღებთა სიას. ამის შემდეგ აბონენტს მიეწოდება მისთვის სასურველი არხი.

ვიდეო ქსელში შედის პროვაიდერის ცენტრალური სერვერიდან. აქ ხდება სატელიტიდან მიღებული სიგნალის კოდირება და დაყოფა პაკეტებად რის შემდეგაც ის იგზავნება IP ქსელში. ეს ქსელი არ არის აგებული სპეციალურად IP-ტელევიზიისთვის. მასში გადაიცემა მრავალი სხვა სიგნალი (მონაცემები, ხმა) ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორს ჰქონდეს საკუთარი ქსელი. ამ შემთხვევეაში ის თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს. ერთი ბოლოდან მეორემდე (END to END) ქსელის კონტოლი საშუალებას იძლევა მუდმივად გამოყოფილი იყოს საჭირო სიხშირული ზოლი.

სტანდარტულად მიღებულია შემდეგი პროტოკოლები: Live TV გამოიყენება მომხმარებლის მისაერთებლად სამაუწყებლო ნაკადთან და ერთი ნაკადიდან მეორეზე გადასართველად (არხების ცვლა) RTSP (Real Time Streaming Protocol) გამოიყენება VOD-ისათვის NPVR (Network Personal Video Recording) არის პროტოკოლი, რომელიც იწერს სამაუწყებლო ტელევიზიას და ინახავს პროვაიდერის სერვერზე, რაცსაშუალებას აძლევს მომხმარებელს მათთვის საჭირო დროს უყურონ სასურველ გადაცემებს და არ იყვნენ მიმაგრებული ტელევიზიის პროგრამაზე. ეს სერვისი საშუალებას აძლევს აბონენტს არ დახარჯოს ფული მყარი დისკით აღჭურვილ Set Top Box-ზე და დაკმაყოფილდეს შეერთების უფრო ნელი სიჩქარით, რადგან ერთდროულად ერთი გადაცემის ყურება და სხვა გადაცემის ჩაწერა მოითხოვს ორმაგ სიჩქარეს. მომხმარებელს შეუძლია უყუროს რასაც უნდა და როცა უნდა.

VOD არის ვიდეო მოთხოვნით. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიეროს ფილმების ონლაინ კატალოგები, აირჩიოს და უყუროს მისთვის სასურველ ფილმს.

ფილმის არჩევის შემდეგ პროვაიდერის სერვერსა და მომხმარებლის დეკოდერს შორის მყარდება ე.წ Point-to-Point კავშირი, ხოლო ღთშP საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ისარგებლოს DVD-ის მსგავსი ფუნქციებით, მაგალითად პაუზა, კადრის შენელება, გადახვევა და სხვა. ფილმების არალეგალურ გავრცელებასთან საბრძოლველად როგორც წესი გადასაცემი ნაკადი დაშიფრულია.

უპირატესობები

რედაქტირება

IP ტელევიზიას აქვს მრავალი უპირატესობა, მაგალითად ტელევიზიის ინტეგრირება ისეთ სერვისებთან როგორიცაა ინტერნეტი და VOIP. IP ქსელის საშუალებით შეიძლება გაცილებით მეტი სერვისის შეთავაზება ვიდრე ტრადიციულ ტელევიზიაში. მაგალითად IP-ტელევიზიის ერთიანობა ინტერნეტთან საშუალებას იძლევა შემომავალი იმეილი გამიჩნდეს ტელევიზორის ეკრანზე. გარდა ამისა, ტელევიზორის ყურება ხდება უფრო ინტერაქტიული და პერსონალური. მაგალითად შესაძლებელია სხვა არხების დათვალიერება ისე, რომ არ მიატოვოთ გადაცემა, რომელსაც უყურებთ, ან ფეხბურთის მატჩის დროს გამუდმებით აკონტროლოთ გუნდების სტატისტიკა, ან სულაც აირჩიოთ კამერა, რომლითაც უყურებთ ამ მატჩს. შეიძლება სახლში არყოფნის დროს დაუშვათ მხოლოდ იმ არხების წვდომა რომელიც გინდათ რომ ნახოს თქვენმა შვილმა და ასე შემდეგ.

IP-ტელევიზია არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ეგრეთ წოდებული “Triple Play”-სა. ადრე ტელეფონი შემოდიოდა ერთი ხაზით, ტელევიზია მეორით, ხოლო ინტერნეტის მიწოდება შეიძლებოდა ორივეთი. დღეს საკაბელო და სატელეფონო კომპანიები იწყებენ სამივე სერვისის ერთდროულ შეთავაზებას. ეს მომსახურება არის ბევრად იაფი და მისახერხებელი, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს Triple Play პაკეტს ის იღებს შეღავათს სამივე მომსახურებაზე.

შეცდომების ალბათობა არასოდეს არაა ქსელში ნულის ტოლი ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქსელი იყოს სწორად დაპროექტებული. ცუდად აგებულ ქსელში, სადაც დიდია პაკეტების კარგვის და დაყოვნების ალბათობა, ხშირია აუდიო და ვიდეო დამახინჯება. IP-ტელევიზიისთვის შედარებით უმნიშვნელოა ხმის ხარისხის საკითხი, რადგან მას არ სჭირდება დიდი სიხშირული ზოლი ხარისხიანი გავრცელებისათვის, მაგრამ გამოსახულების ხარისხი ხშირად გადამწყვეტია. პაკეტების კარგვამ და დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკრანის ნაწილზე გამოსახულების გაყინვა, შავი ბლოკების გაჩენა და სხვა.

სიხშირული ზოლის პრობლემა მნიშველოვანია IP-ტელევიზიისთვის. არხების რაოდენობა რომელიც მიეწოდება მომხმარებელს იცვლემა ქსელის მიხედვით, მაგრამ იშვიათადაა ოთხზე მეტი. SDTV-სათვის Windows Media ფორმატში გადაცემულ არხს სჭირდება დაახლოებით 1-1.5 მგბტ/წმ სიჩქარე, რაც პრინციპში პრობლემა არ არის, მაგრამ სიტუაცია იცვლება HDTV-სათვის, რომელსაც 7-8 მგბტ/წმ არხი სჭირდება.

MPEG ფორმატისთვის ყველაფერი უარესადაა, რადგან მას სჭირდება 3.5-4 მგბტ/წმ სიჩქარე SDTV-სათვის და 18-20მგბტ/წმ HDTV-სათვის. არხების ერთდროული მიწოდება საჭიროა რათაA IP-ტელევიზიამ კონკურენცია გაუწიოს საკაბელო ტელევიზიას. საჭიროა სახლში დადგმულმა ყველა ტელევიზორმა შეძლოს ხარისხიანი გამოსახულების ჩვენება.

მომავალი

რედაქტირება

დღეისათვის სატელეკომუნიკაციო კომპანიები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ქსელების განახლებაზე, რადგან მომავალში Triple Play გახდება სადენიანი ტელეკომენიკაციის უალტერნატივო გადაწყვეტა, მისთვის კი საჭიროა სწრაფი ქსელი.

IP ტელევიზიის ბაზარი არის საკმაოდ სწრაფად მზარდი. უახლოეს 5 წელიწადში 500 მილიონ ადამიანს ექნება ფართოზოლოვანო ინტერნეტი და ზოგიერთი პროგნოზით მათი 20% იქნება IP ტელევიზიის მომხმარებელი. ჰონგ-კონგში უკვე ნახევარი მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ სერვისით, პრინციპში ერთადერთი დაბრკოლება IP ტელევიზიის გზაზე არის ნელი კავშირი, პრობლემა, რომელიც არის გადაწყვეტადი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/IPTV“-დან