IDE
IDE (Integrated Drive Electronics) — სისტემური ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც სისტემური პლატა ვინჩესტერის ელექტრონულ სქემას უკავშირდება.
- IDE (Intergrated Drive Electronics)- ინტერფეისი 1986 წელს დამუშავდა. IDE წარმოადგენს ძირითად ინტერფეისს, რომლის საშუალებითაც თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის სისტემური პლატა ვინჩესტერის ელექტრონულ სქემას უკავშირდება. თავდაპირველად IDE ინტერფეისი პლატა-კონტროლერის სახით იყო რეალიძებული და სისტემურ პლატას ISA სალტის საშუალებით უკავშირდებოდა. უმეტეს შემთხვევაში IDE კონტროლერი მულტიპლატას წარმოადგენდა, მასში ინტეგრირებული იყო აგრეთვე დრეკადი დისკური მოწყობილობების FDD კონტროლერი, ზოგჯერ მიმდევრობითი, პარალელური და სათამაშო პორტებიც.
- თანამედროვე სისტემურ პლატებს chipset-ში ჩაშენებული IDE ჰოსტ-კონტოლერები გააჩნიათ, ამიტომ ცალკე IDE პლატა-კონტროლერები აღარ გამოიყენება. IDE განზოგადებული ტერმინია, რომელიც მიესადაგება ვინჩესტერს ჩაშენებული კონტროლერით. ვინჩესტერის IDE ინტერფეისს ოფიციალურად ეწოდა ATA (AT Attachment) და მიღებულ იქნა ANSI (American NaTional Standards Institute) სტანდართის სახით .