Hyoscyamus niger
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Hyoscyamus niger}} |
Hyoscyamus niger — ძაღლყურძენასებრთა ლენცოფას ოჯახის ორწლოვანი 30-80 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვებით. ზედა ფოთლები ღერომხვევია, ქვედა - ყუნწიანი და ფესვთანურ როზეტს ქმნის, ფრთისებრ ამოკვეთილ ნაკვთიანია; ჯამი ზარისებრი, 5-კბილიანი, ყვავილობისას 20-22 მმ სიგრძის, ნაყოფიანობისას დიდდება, მაგრდება და ქოთნის ფორმას იღებს - შუა ნაწილის ზემოთ შევიწროებულია. ყვავილები იღლიური, გრძელ ხვეულებად შეკრებილი და დიდი ზომის თანაფოთლები აქვს. გვირგვინი ფართო ძაბრისებრი, ღია ყვითელი, ბადისებრი დაძარღვიღ, 20-30 მმ სიგრძის, ოდნავ ზიგომორფულია. მტვრიანა 5, სამტვრეები წაგრძელებულია, ქვედა მხარეზე სიგრძით იხსნება. ნაყოფი კოლოფია, მოთავსებულია ჯამის ქვედა ნაწილში, ძირში გაფართოებულია, ისხნენა ხუფით. თესლი მრავალია, ყვითელი, ფიჭისებრი ზედაპირით. ფესვი ღერძულია. მცენარე ყვავილობს VI-VII. მთელი მცენარე შხამიანია.
ლენცოფა იზრდება რუდერალურ ადგილებზე, მინდვრებში, გზის პირებზე, ბოსტნებსა და ბაღებში - აფხაზეთში, იმერეთში, ქართლში, გარე კახეთში, მთიულეთში. საერთო გავრცელება - ევროპა, ცენტრ., შუა და აღმ. აზია, აფრიკა და ჩრდ. ამერიკა. ნაზარდებს არ ქმნის, იზრდება სპორადულად, სარეველა მცენარეა.
ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული ფოთლები მოგრძო-კვერცხისებრია, ფრთისებრდანაკვთული ან მთლიანი, არათანაბრად დაკბილული კიდეებით. ფესვტანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ორივე მხრიდან ხშირი, გრძელი, რბილი ბუსუსებით დაფარული, ღეროსეული - უყუნწო, ნაკლებ შებუსვილი. ბეწვებით ძირითადად ფოთლის კიდეებსა და ძარღვების არეშია. ფოთლების სიგრძეა 5-20 სმ, სიგანე 3-10სმ. ძირითადი ძარღვი მოთეთროა, ფუძისკენ გაფართოებული. ნედლეული ნაცრისფერ-მწვანეა, სუნი სუსტი, თავისებური, გემოს არ უსინჯავენ!
ფოთლებს აგროვებენ მთელი ზაფხული - ყვავილობის პერიოდში. მათ ხელით კრეფენ ან აჭრიან. აშრობენ დაუყოვნებლივ, თხელ ფენად გაშლილს სხვენზე, ჰაერზე ან საშრობ კარადაშ ი 40-600C-ზე. ნელ შრობა იწვევს ფოთლების გაშავებას და გაფუჭებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
- შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
- საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.