Hung — კომედიურ-დრამატული სერიალი, რომლის პრემიერა HBO-ის საკაბელო არხზე შედგა 2009 წლის 28 ივნისს. სერიალის შემქმნელები არიან დმიტრი ლიპკინი და კოლეტ ბერსონი. მთავარი როლის შემსრულებელია თომას ჯეინი (რეი დრეკერი), დეტროიტის გარეუბნის ერთ-ერთი საშუალო სკოლის წარუმატებელი კალათბურთის გუნდის მწვრთნელი, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო პროსტიტუციას მიჰყოფს ხელს.

Hung
ჟანრი კომედია-დრამა
ავტორი კოლეტ ბერსონი
დმიტრი ლიპკინი
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი The Black Keys
მთავარი თემა „I'll Be Your Man“
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური ენა
სეზონი 3
სერია 30
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • კოლეტ ბერსონი
  • დმიტრი ლიპკინი
  • ალეგზანდერ პეინი
  • მაიკლ რეზენბერგი
  • ნორინ ჰალპერნი
  • ჯონ მორაინისი
ხანგრძლივობა 28 წუთი
კომპანია Tennessee Wolf Pack E1 Entertainment (2009–10)
Entertainment One (2011)
ეთერში 28 ივნისი, 2009  — 4 დეკემბერი, 2011
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი აღწერს რეი დრეკერის (თომას ჯეინი) უნიათო, ფინანსრუად გაუსაძლის ცხოვრებას მასწავლებლისა და კალათბურთის მწვრთნელის პროფესიით დეტროიტის ერთ-ერთი გარეუბნის საშუალო სკოლაში. ის ასევე მამაა ორი ტყუპი მოზარდის (ჩარლი საქსტონი და სიანოა სმიტ-მაკფი), რომლებიც ამჟამად მათ მამინაცვალთან ცხოვრობენ. ბავშვობის სახლის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, სადაც რეი კვლავაც განაგრძობს ცხოვრებას, ის გამოსავლის გარეშე რჩება. მეგობრის, ტანია (ჯეინ ადამსი), დახმარებით რეი გადაწყვეტს მისი დიდი ზომის სასქესო ორგანო ფულის საკეთებლად გამოიყენოს. ეპიზოდები აღწერს რეის მცდელობას შეინარჩუნოს ”ნორმალური” ცხოვრება პროსტიტუციის ბიზნესის პარალელურად. ერთად, ტანია და რეი, ქმნიან ფირმას ”Hapiness Consultants" (ბედნიერების კონსულტანტები).

მეორე სეზონი, რომელიც ეთერში 2010 წლის ივნისში გადის, აქცენტს აკეთებს რეისა და მის ორ სუტენიორთან, ტანიასა და ლენორასთან, კომპლექსურ და დინამიურ ურთიერთობებზე. ლენორა, ცხოვრების სტილის კონსულტანტი, რომელიც ტანიამ ბიზნესის ადრეულ ეტაპზე ასაწყობად მოიყვანა, პირველი სეზონის ბოლოს ამ ბიზნესის საკუთარ ხელში ჩაგდებას ცდილობს, ვინაიდან, მისი აზრით, მას რეის უკეთესად მარკეტინგის საშუალება აქვს, ხოლო ტანია მას მხოლოდ ხელს უშლის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება