Hoegaarden (ჰუხაარდენი; ნიდერლ. [ɦuˈʝardə(n)]) — ტრადიციული ბელგიური „თეთრი ლუდის“[1] მარკა. მომხმარებლის ბაზარზე ლუდი გამოტანილ იქნა ბელგიის ფლანდრიის სოფელ ჰუხაარდენში (Hoegaarden) დამკვიდრებული ლუდსახარში საწარმო „დე კლაუს“ (De Kluis) მიერ.

Hoegaarden
ტიპი ლუდსახარში
დარგი ლუდი
დაფუძნდა 1445 წელს
სათავო ოფისი ჰუხაარდენი, ბელგია
საიტი ოფიციალური საიტი

სოფელი ჰუხაარდენი ითვლება თანამედროვე ბელგიური თეთრი ლუდის აკვნად. ამ სახის ლუდის წარმოება საარქივო მასალების მიხედვით აქ დაიწყეს 1445 წლიდან. ამ დროს ადგილობრივი მონასტრის ბერები ხშირად ე.წ. „მონასტრის ლუდის“ [2] ლუდის ხარშვით იყვნენ დაკავებულები. ეს ტრადიცია გაგრძელდა 1950 წლამდე.

ადრე და ახლა

რედაქტირება

სოფელი უკვე შუა საუკუნეებიდან თავისი „თეთრი ლუდით“ იყო განთქმული. XIX საუკუნეში სოფელი ითვლიდა ცამეტ ლუდსახარშ და ცხრა სხვა ალკოჰოლური სასმელის სახდელ საწარმოს, 1957 წელს დაიხურა უკანასკნელი ადგილობრივი თეთრი ლუდის სახარში „ტომსინი“ (Tomsin). დაახლოებით ათი წლის შემდეგ რძის მწარმოებელმა ფერმერმა პიერ სელისმა (Pierre Celis)[3], რომელიც ბავშვობიდან ლუდსახარში საწარმოს ახლოს ცხოვრობდა და ახალგაზრდობაშიც იქ მუშაობდა, გადაწყვიტა აღედგინა სოფლის ტრადიცია. მან დააარსა ლუდსახარში „დე სლაუსი“ საკუთარი ფერმის თივის შესანახ საბძელში.

 
ლუდი „ჰუხაარდენი“ თავისი ჭიქით

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hoegaarden&oldid=4382737“-დან