Hello (ადელის სიმღერა)
„Hello“ — ინგლისელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ადელის სიმღერა. იგი გამოვიდა 2015 წლის 23 ოქტომბერს, ლეიბლზე XL Recordings, როგორც პირველი სინგლი მომღერლის მესამე სტუდიური ალბომიდან 25. სიმღერის თანაავტორია პროდიუსერი გრეგ კერსტინი. "Hello" არის ბალადა, შესრულებული ფორტეპიანოზე, სოულის გავლენით და ტექსტებით ნოსტალგიისა და მწუხარების თემებით. გამოცემისთანავე სიმღერა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, შეადარეს რა იგი მომღერლის წინა ნამუშევრებს და აღიარეს მისი ტექსტები და ადელის ვოკალი.
„Hello“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ადელი | ||||
ალბომიდან 25 | ||||
გამოსვლის თარიღი | 23 ოქტომბერი, 2015 | |||
ჩაიწერა |
| |||
ჟანრი | სოული | |||
ხანგრძლივობა | 4:55 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | XL | |||
ავტორ(ებ)ი | ||||
პროდიუსერი | გრეგ კერსტინი | |||
ადელი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
"Hello"-ს საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად, 28 ქვეყნის ჩარტში მოხვედრით, განსაკუთრებით ინგლისში, სადაც იგი მისი ბრიტანული რიგით მეორე #2 სინგლი გახდა ("Someone Like You"-ს შემდეგ). აშშ-ში "Hello"-ს დებიუტი Billboard Hot 100-ში პირველი პოზიციით შედგა. იგი იქცა მომღერლის ამ ქვეყნის ჩარტში რიგით მეოთხე #1 სინგლად. იგი აგრეთვე იყო პირველი სიმღერა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ციფრული სახით მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.
სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ქსავიე დოლანი. მასში მონაწილეობენ ადელი და ტრისტან უაილდსი. ვიდეო 24 საათის განმავლობაში 27.7 მილიონმა ადამიანმა იხილა.[2] BBC-ის ეთერში აგრეთვე გავიდა გადაცემა Adele at the BBC, რომლის ეთერში მომღერალმა სიმღერა ცოცხლად შეასრულა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brandle, Lars (23 October 2015). „Adele's Comeback Song 'Hello' Has Arrived“. Billboard. ციტირების თარიღი: 9 November 2015.
- ↑ Groves, Nancy. (27 October 2015) Adele's Hello beats Taylor Swift's record for most-viewed video in 24 hours. The Guardian.