ნეგო
(გადამისამართდა გვერდიდან Helichrysum)
ნეგო, უკვდავა (Helichrysum) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა.
ნეგო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Helichrysum basalticum | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Helichrysum | |||||||||||||
|
გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში.
საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 7, გვ. 361, თბ., 1984