HDTV
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|HDTV}} |
High-Definition Television (ქართ. მაღალი გარჩევადობის ტელევიზია; აბრევიატურა HDTV) — სტანდარტული ტელევიზია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. იგი არის ანალოგი ციფრული ტელევიზიის სტანდარტების.
ბევრ ქვეყანაში ხალხი უყურებს ფილმებს HDTV ფორმატში. იგი ფართოდ გამოყენებულია იაპონიაში და აშშ-ში. ასევე ევროპის ბევრი ტელეკომპანია იყენებს HDTV ფორმატს.
2006 წელს, გამოვიდა სახლის HDTV ფლეიერი (HD-DVD ან Blu-ray ფორმატები).
HDV-სა და HD-ს განმარტება
რედაქტირებააბრევიატურა HD ყოველთვის განაზოგადებს ყველა ფორმატს, რომლებიც კავშირშია HDTV-სთან. HD (High-Definition; მაღალი გარჩევადობა) არის მაღალი გაფართოების მქონე ციფრული ვიდეო სიგნალი. HDTV გულისხმობს მაღალი გაფართოების ციფრულ სატელევიზიო სიგნალს, რომელიც საშუალებას იძლევა როგორც ვიდეო ასევე მრავალარხიანი აუდიო სიგნალის გადაცემას. HDV — არის სტანდარტული მაღალი ხარისხის ვიდეო, რომელიც გააჩნია შედარებით იაფ, სამოყვარულო ვიდეო კამერებს. ეს ვიდეო ჩაწერილია საშუალო miniDV კასეტაში, MPEG2 ფორმატში, bit rate — 25 მბიტი/წმ. ხარისხი, სხვა HD ფორმატებთან შედარებით დაბალია.
განსხვავება სხვა სტანდარტული ტელევიზიისგან
რედაქტირებაHDTV-ს აქვს შედარებით მაღალი გაფართოება სხვა სტანტარუტ ტელევიზიასთან.
- უბრალო ტელევიზორის (ყველა ზომა დიაგონალურად) გაფართოებაა: მაქსიმუმ 640x480, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი უფრო ნაკლები
- გაფართოება DVD ფლეიერისთვის: 720x576 (PAL) ან 720x480 (NTSC)
- გაფართოება სტანდარტული HDTV-სთვის: 1280x720 (720p)
- გაფართოება HDTV-სთვის განსაკუთრებულ შემთხვევაში: 1920x1080 (1080i)
მაღალი ხარისხის ფილმში, მაღალი ხარისხის დეტალები და მოვლენების სანახაობა, ბევრად შთამბეჭდავი საყურებელია. მათ, ვინც უკვე შეადარა HDTV ხარისხი, უბრალო DVD ფილმს, ნამდვილად მიხვდება რომ ფილმისთვის სტანდარტი HDTV არის, და არა DVD. ევროპაში 2005 წლიდან, დაახლოებით 18 მილიონი HDTV გაფართოების ეკრანი გაიყიდა.
HDTV-ს დაშვებული სისწრაფე აღწევს 60 პროგრესულ კადრს ერთ წამში (FPS), როდესაც სტანდარტ ტელევიზიაზე მხოლოდ 25/30 კადრი წამშია. HDTV-ზე ასევე დაშვებულია მრავალჯერადი ციფრული აუდიო ფორმატები (Dolby Digital 5.1-მდე).
ასოების p-სა და i-ის განმარტება (720p და 1080i)
რედაქტირებაასო i ნიშნავს, რომ ვიდეო არის 50 ან 60 კადრი წამში სისწრაფის, ხოლო ასო p როცა ვიდეო არის 24, 25, 30, 60 სრული კადრი წამში სისწრაფის. როდესაც უყურებთ ვიდეოს, იგი გამოიყურება ბევრად ბუნებრივად.
განსხვავება DVD-სა და HDTV-ს შორის
რედაქტირებაDVD და HDTV-ს შორის უდიდესი განსხვავებაა, მაგრამ მის შესამჩნევად, საჭიროა დიდი ეკრანი (LCD სასურვფელია ან CRT 1919-21), HDTV TV ან პლაზმური ტელევიზორი. ჩვეულებრივ ტელევიზორზე ძალიან ძნელია განსხვავების ნახვა DVD და HDTV-ს შორის.
ასეთი ფილმების სანახავად უმჯობესია გვქონდეს შესაბამისი ტელევიზორი.
HD ტელევიზორებს პოპულარულ ენაზე ყოფენ ე.წ. Half HD და Full HD ტელევიზორებათ. პირველის ფასი რა თქმა უნდა უფრო ნაკლებია, მაგრამ ჩვენების ხარისხი ამ ორ სისტემას შორის რადიკალურად განსხვავებულია. მაგ: Half HD-ის აქვს 720 ჰორიზონტალური ხაზი, ხოლო Full HD-ის 1080. სხვაობა 1.5-ის ტოლია და გამოსახულების ხარისხშიც შესაბამის სხვაობას მიიღებთ.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირებაHD ხარისხის ფილმებს სანახავად საჭიროა Blu-Ray დისკის პლეიერი ან HD DVD დისკის პლეერი (ეს სტანდარტი ამჟამად აღარ იწარმოება). ასევე HD ხარისხის ფილმების გადმოწერა შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ტორენტ საიტებიდან. HD ხარისხის ფილმების საყურებლად საჭიროა კომპიუტერი: Intel Pentium 4 (2-4ghz) ან AMD 2200+. მონიტორი 1280x1024 (1280x768) გაფართიების. ე.წ. Full HD სანახავად კი საჭიროა Core2Duo -ს სიმძლავრის კომპიუტერი.
ყველაზე ხელმისაწვდომი ტექნოლოგია HD და Full HD ფილმების სანახავად არს ე.წ. HD.
HDTV-ზე უკეთესი ფორმატი
რედაქტირებაHDTV-ზე უკეთეს ფორმატს იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, რამდენიმე ტელეკომპანია არის ATSC-ის ფორმატში. ის არსებითად იგივეა რაც HDTV, მაგრად ვიდეო ფორმატი HDTV-სგან განსხვავებით, 1080p აქვს. ასევე დამზადების პროცესშია UHDTV ფორმატი, რომელიც დაახლოებით 10-20 წელიწადში გამოჩნდება. UHDTV ვიდეო ფორმატის გაფართოება იქნება 7680x4320.
HDTV არხები საქართველოში
რედაქტირებაHDTV ფორმატით საქართველოში მაუწყებლობენ: ხარისხის არხი, ტელეკომპანია ქუთაისი და GDS.