„Hattrick“ (აღინიშნება ლათინური აბრევიატურით HT) — ბრაუზერული მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაში (MMOG). Hattrick-ის საფეხბურთო მენეჯერია, რომელიც შეიქმნა 1997 წელს, შვედეთში. თამაშში მონაწილეობს 133 სხვადასხვა ქვეყანა, თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლიგების პირამიდის სისტემით იმართება. აგრეთვე, თამაში ნათარგმნია 53 სხვადასხვა ენაზე (მათ შორის ქართულზეც). 2009 წლის მონაცებები თმაშს ჰყავდა ერთ მილიონამდე მომხმარებელი.[1], 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით — 230,000-მდე მომხმარბელი. უკვე ჩატარდა სრული 69 სეზონი (1997 წლის აგვისტოდან დღემდე), თითო სეზონი მიმდინარეობს 4 თვის განმავლობაში.

Hattrick

თამაშის ოფიციალური ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Hattrick Limited
პლატფორმ(ებ)ი ბრაუზერი
გამოსვლის თარიღი 30 აგვისტო, 1997 (V.1)
ჟანრ(ებ)ი MMOG
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი თავიდაპირველად ბიერნ ჰოლმერი, დღეს იოჰან გუსტაფსონი
საიტი hattrick.org

ჰეთთრიქი უფასო თამაშია, თუმცა დამატებითი ფუნქციების მოსაპოვებლად „მხარდამჭერის“ შეძენაა შესაძლებელი. როგორც ყველა სტრატეგიულ თამაშში, აქაც მენეჯერი (ანუ მოთამაშე) ირჩევს სტრატეგიას, აყენებს შემადგენლობას სხვადასხვა ტაქტიკური განლაგებით მატჩის წინ, ახორციელებს ტრანსფერებს, ქირაობს პერსონალს, ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ აკადემიას და ა.შ. 2015 წლის მონაცემით ანლიტიკურ საიტ Alexa Internet-სა და SimilarWeb-ზე დაყრდნობით იტალიაში Hattrick არის 360-ე და 584-ე ადგილებზე ყველა მეტად მონახულებად საიტებს შორის.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. van den Hoek, László. (თებერვალი, 2012) Graphs (PHP). Maptrick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2012-04-16.
  2. hattrick.org Site Overview. Alexa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-05. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2015.
  3. hattrick.org Analytics. SimilarWeb. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hattrick&oldid=4445903“-დან