„Happy New Year“ — შვედური პოპ-ჯგუფ ABBA-ს სიმღერა 1980 წლის ალბომიდან Super Trouper. წამყვან ვოკალს მასში ასრულებს აგნეტა ფელტსკუგი. თავდაპირველად სიმღერას ეწოდებოდა „Daddy Don't Get Drunk on Christmas Day“ (ინგლ. მამა, შობის დღეს არ დათვრე.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა 1980 წელს ჩაიწერა, ინგლისურენოვანი ვარიანტი არ გამოცემულა სინგლის სახით 1999 წლამდე.[2] შვედეთში მან #34, ხოლო ნიდერლანდებში - #15 პოზიცია დაიკავა.
- სკანდინავიური სინგლი 2 სიმღერით
- „Happy New Year“ [რადიოს ვერსია] – 4:24
- „Happy New Year“ [ვრცელი ვერსია] – 6:52
- სკანდინავიური CD maxi
- „Happy New Year“ [რადიოს ვერსია] – 4:24
- „Happy New Year“ [ვრცელი ვერსია] – 6:52
- „Mamma Mia“ [The Bold & the Beautiful Glamourmix Edit] – 3:46
- „Super Trouper“ [W.I.P.] – 6:10