Halicephalobus mephisto — გაეტან ბორგონისა და ტალის ონსტოტის მიერ 2011 წელს აღმოჩენილი ნემატოდების სახეობა. აღნიშნული ნემატოდი გამოავლინეს „ბეატრიქსისა“ და „დრიფონტეინის“ შახტებში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)[1], ოქროს მოპოვების დროს ერთ-ერთ მადანში, 0.9 კმ, 1.3 კმ და 3.6 კმ სიღრმეებზე[2]. ჭიების სიგრძე შეადგენს 0,52—0,56 მმ-ს[3][4].

Halicephalobus mephisto
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნემატოდები
ქვეტიპი:  Rhabditida
კლასი:  Chromadorea
ლათინური სახელი
Halicephalobus mephisto
Borgonie & Onstott, 2011

ჭიები ბინადრობდნენ მცირეოდენ შეგუბებულ წყლებში, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 48°C შეადგენდა. ტალის ონსტოტმა აღნიშნა, რომ ძლიერ შეშფოთდა, როდესაც დაინახა ამ ჭიების მოძრაობა და განმარტა, რომ ისინი გამოიყურებოდნენ მოშავოდ, მომცროდ და მარდად[5]. ნემატოდების ამ სახეობის აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით, რომ 2011 წლამდე არც ერთი სხვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმი დედამიწის ზედაპირიდან არ ყოფილა შემჩნეული ამხელა სიღრმეზე (2 კილომეტრზე და მეტი)[6].

Halicephalobus mephisto მაღალი ტემპერატურის მიმართ მყარია, გამრავლება უსქესო აქვთ, იკვებება მიწისქვეშა ბაქტერიებით. რადიონახშირბადის ანალიზის შედეგად მიწისქვეშა წყლების ასაკი, რომელშიაც აღნიშნული ჭიები ცხოვრობდნენ, შეადგენდა 3-დან 12 ათას წელს[2].

Halicephalobus mephisto-ს სიცოცხლისადმი ჰქონდათ მიდრეკილება ასევე ისეთ წყალში, სადაც ნახშირბადის ექსტრემალური დონე დაბალი იყო[5].

ნემატოდების ამ სახეობამ სახელწოდება მიიღო მეფისტოფელიდან გამომდინარე[5], რომელიც თქმულებაში ცნობილია როგორც ბოროტმექმედი სული, ე.ი. ბნელეთში მობინადრე[2].

ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში Nature - Halicephalobus mephisto შეყვანილ იქნა როგორც დედამიწაზე ყველაზე ღრმად მობინადრე მრავალუჯრედიანი ორგანიზმი[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. დიდ სირღმეებზე მიაკვლიეს მრავალუჯრედიან ორგანიზმებს. ukrinform (2011.06.07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-11. ციტირების თარიღი: 2011-06-09.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Borgonie J., García-Moyano, A.; Litthauer, D.; Bert, W.; Bester, A.; van Heerden, E.; Möller, C.; Erasmus, M.; Onstott, T. C.. Nematoda from the terrestrial deep subsurface of South Africa. nature.com. ციტირების თარიღი: 2011-06-09.
  3. ჯოჯოხეთის ჭიები რომლებიც მიწისქვეშა წყლებში იმალებიან. News Line (2011-06-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-31. ციტირების თარიღი: 2011-06-09.
  4. აღმოჩენილია ჭიების სახეობა, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრზე ბინადორბენ. Эхо Москвы (09.06.2011). ციტირების თარიღი: 2011-06-10.
  5. 5.0 5.1 5.2 Carpenter, Jennifer. (2011-06-02) Deepest living land animal found. BBC. ციტირების თარიღი: 2011-06-03.
  6. Marc Kaufman. (June 1, 2011) ‘Worms from hell’ unearth possibilities for extraterrestrial life. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2011-06-09.